მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7106.2
-0.0024
flag
AZN 1.6073
-0.0005
flag
CNY 37.995
-0.0043
flag
EUR 3.0969
0.0108
flag
GBP 3.6846
0.0008
flag
KZT 53.47
-0.0032
flag
TRY 0.0697
-0.0002
flag
USD 2.7334
-0.0008

მოლაპარაკების პროცესში ალბათ არ იქნება სწორი, რომ დეტალები ვთქვათ - ნათია თურნავა საქართველოში ჩინური საფინანსო ინსტიტუტების შემოსვლაზე

news image

არის პერსპექტივები, რომ ჩინეთიდან უფრო მეტი ინვესტიცია გამოჩნდეს - აცხადებს სებ-ის პრეზიდენტი. ნათია თურნავა ამბობს, რომ შუა დერეფნის დატვირთულობა იზრდება და ამ ფონზე საფინანსო სექტორიც უფრო უნდა მეტად ახლოვდებოდეს.

„იზრდება ჩვენი შუა დერეფნის დატვირთულობა, იზრდება ვაჭრობა, ბიზნეს ურთიერთობები, ინვესტიციები. მათ შორის, როგორც დასავლეთიდან, ასევე აზიის სხვადასხვა რეგიონიდან და ჩინეთიდან. შესაბამისად, საფინანსო სექტორი ამას თავად არ განაპირობებს, ის მიყვება ამ რეალური ეკონომიკის და ვაჭრობის აუცილებლობას. იქ სადაც იზრდება ვაჭრობა, საფინანსო სექტორიც უნდა უფრო მეტად ახლოვდებოდეს, ავითარებდეს თანამშრომლობას. ამიტომ არის პერსპექტივები, რომ ჩინეთიდან უფრო მეტი ინვესტიცია გამოჩნდეს“, - აღნიშნა თურნავამ.

კითხვაზე რა ეტაპზეა ჩინურ საფინანსო ორგანიზაციებთან საქართველოს ბაზარზე შემოვლის მოლაპარაკებები ნათია თურნავამ თქვა, რომ „როდესაც იქნება ასე ვთქვათ დასრულებული, მაშინ განვაცხადებთ. მოლაპარაკების პროცესში ალბათ არ იქნება სწორი, რომ დეტალები ვთქვათ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ჯერჯერობით დინამიკა არ იძლევა საშუალებას, რომ წლევანდელი წლის საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი შევაფასოთ - ალექსანდრე ძნელაძე ჟურნალისტებს

30.05.2025.17:33

ჯერჯერობით დინამიკა არ იძლევა საშუალებას, რომ წლევანდელი წლის საკრედიტო პორტფელის და საბანკო სექტორის აქტივების ზრდის ტემპზე კონკრეტული პასუხი გავცეთ, - ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დაკრედიტების ტემპის შენელებას ეხებოდა.. მისი თქმით, ანალიზის დეტალური გაკეთება რამდენიმე თვის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი კონკრეტული მაჩვენებლები იძლევა საშუალებას, რომ ვთქვათ გარკვეული თვეები უკვე შემცირებული არის, წინა წელთან შედარებით, არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჯერჯერობით დინამიკა არ იძლევა საშუალებას, რომ წლევანდელი წლის საკრედიტო პორტფელის და საბანკო სექტორის აქტივების ზრდის ტემპზე კონკრეტული პასუხი გავცეთ. სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წელსაც უფრო მეტად ველოდებოდით ნაკლებ აქტივობას, იქედან გამომდინარე, რომ 2023 წლის განმავლობაში საკმაოდ მაღალი იყო აქტივობის ტემპი და გარე ფაქტორების ეფექტის შემცირებასაც ველოდებოდით. არ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძირითადი ფაქტორი ,მაგრამ ამასაც შეიძლება ზემოქმედება მოეხდინა კონკრეტულ თვეებზე. უფრო მეტად და უფრო კონკრეტულ ანალიზს აუცილებლად გავაკეთებთ ზაფხულის პერიოდში, როდესაც ნახევარი წლის შედეგები იქნება და ამაზე შევძლებთ უფრო მეტი ანალიზის გაკეთებას“, - აღნიშნა ძნელაძემ.

ძნელაძე ამბობს, რომ უძრავ ქონებასთან მიმართებაში აქტივობა შემცირებულია.

„ჯერ-ჯერობით ადრე არის, რომ რაიმე ვთქვა ამ ნაწილთან მიმართებაში.არაერთხელ გვქონია ამაზე საუბარი, რომ ანალიტიკა ცოტა იგვიანებს ხოლმე. იმიტომ, რომ მონაცემებზე და იმ ტენდენციაზე უნდა იყოს აწყობილი რა მიმდინარეობაც აქვს. რა თქმა უნდა უძრავ ქონებასთან მიმართებაში აქტივობა შემცირებულია, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ აქტივობის შემცირებაზე ანალიტიკოსები 2024 წლის დასაწყისში არაერთგზის საუბრობდნენ“, - აღნიშნა ძნელაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა