მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7048.5
0.0132
flag
AZN 1.5878
0.0037
flag
CNY 37.916
0.0099
flag
EUR 3.1679
0.0206
flag
GBP 3.6599
0.0212
flag
KZT 49.91
-0.0001
flag
TRY 0.0653
0.0001
flag
USD 2.7002
0.0063

მობილბანკში იგებ - საქართველოს ბანკის გათამაშება დაიწყო, საპრიზო ფონდია 650 000 ლარი

news image

საქართველოს ბანკი სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას და მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკში ახალი შესაძლებლობების განვითარებას განაგრძობს. 

ამ მიზნით, მობილბანკში გათამაშება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ,  მობილბანკში შესვლით, ავტომატურად ჩაერთონ გათამაშებაში,  დააგროვონ ბილეთები და მოიგონ თანხა 650 000 ლარის ოდენობის საპრიზო ფონდიდან.

როგორ გროვდება ბილეთები?

  • მობილბანკში შესვლისთანავე ერჯერადად 5 ბილეთს მიიღებ;
  • თითო გადარიცხვაზე, გადახდაზე ან ნებისმიერ სხვა ტრანზაქციაზე - ერთ ბილეთს მიიღებ;
  • თითო პროდუქტის გააქტიურებისას, მაგალითად ბარათის შეკვეთისას, საინვესტიციო ანგარიშის გახსნისას, ნებისმიერი დაზღვევის ან სხვა პროდუქტით სარგებლობისას, 5 ბილეთს მიიღებ;
  • პოს ტერმინალის გამოყენებისას ან ონლაინ შოპინგისას ყოველ ათ ლარზე ერთი ბილეთი გროვდება;

გათამაშება 4 თვის განმავლობაში გრძელდება. ყოველი თვის ბოლოს სამ-სამი გამარჯვებული გამოვლინდება, საპრიზო ფონდი თითოეულ თვეზე 50 000 ლარია, რის შემდეგაც  ფინალი გაიმართება, სადაც ნახევარი მილიონი გათამაშდება. აღსანიშნავია, რომ ბილეთების შეგროვება ყოველთვე ახლიდანაა შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს მოგების შანსი ყოველთვე ექნებათ. ფინალში მონაწილეობას წინა თვეებში დაგროვებული ყველა ბილეთით შეძლებენ, მონაწილეობისთვის კი მობილბანკში დეკემბერში შესვლაც საჭიროა.

გათამაშების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიე ბმულს. განაახლე მობილბანკი, ან თუ ჯერ არ სარგებლობ აპლიკაციით, გადმოწერე მარტივად და ჩაერთე გათამაშებაში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული ბანკია მსოფლიოში. ბანკის მობილბანკს ყოველთვიურად 1 700 000-ზე მეტი ადამიანი იყენებს. აპლიკაცია სრულად მომხმარებლის საჭიროებებსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებზეა მორგებული და ყოველდღიურობის გასამარტივებლად უსაზღვრო შესაძლებლობებს ქმნის. 

მეტი დეტალისთვის შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ნათია თურნავამ ეკონომისტთა დღისადმი მიძღვნილ ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

12.09.2025.19:11

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ეკონომისტის დღესთან დაკავშირებით გამართულ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.   

ეკონომისტთა VII ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაზე, სახელწოდებით „ეროვნული ვალუტის როლი საქართველოს ეკონომიკაში"  ნათია თურნავამ დამსწრე საზოგადოებას პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ეკონომისტის პროფესია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ქვეყნის სტაბილურობისა და წინსვლისთვის, ამ პროფესიის წარმომადგენელთა წვლილი კი ეკონომიკური უსაფრთხოების, ძლიერებისა და განვითარებისთვის ფუნდამენტურია. ისაუბრა, ეროვნული ვალუტის ლარის მიმართ მზარდ ნდობაზე და ლარის გამოშვების სათავეებთან მდგომ ეკონომისტებს მიესალმა. 

„საქართველოს ეკონომიკის ბოლო წლების შთამბეჭდავი მიღწევები ნათლად მეტყველებს, რომ ჩვენი ეკონომისტები - როგორც მეცნიერები, ისე პრაქტიკოსები მოწოდების სიმაღლეზე დგანან და მიუხედავად  გლობალურად დაფიქსირებული არაერთი გამოწვევისა თუ კრიზისისა, ქვეყნის ეკონომიკა მდგრად მაჩვენებლებს ინარჩუნებს", - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

მან ასევე მადლობა გადაუხადა იმ ღვაწლმოსილ ეკონომისტებსა და ფინანსისტებს, რომელთა წვლილიც ლარის შექმნის პროცესში მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელია. 

„მინდა განსაკუთრებით მივესალმო და მადლობა გადავუხადო ყველა თქვენგანს, ვინც წლების წინ აქტიურად იყავით ჩართული ლარის შექმნის პროცესში სხვადასხვა მიმართულებით და ეს პროცესი ბოლომდე წარმატებით მიიყვანეთ. სწორედ თქვენი ფასდაუდებელი წვლილის შედეგად, დღეს ჩვენ გვაქვს ეროვნული ვალუტა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის სიმბოლო. მოხარული ვარ, რომ დღევანდელი კონფერენცია სწორედ ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილეს ეძღვნება და განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ამ წლების განმავლობაში სულ ლარის მიმართ ნდობა სულ უფრო მზარდია", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა და ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში ცნობილმა ეკონომისტებმა და საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა სხვადასხვა თემაზე  მოხსენება წარადგინეს, მათ შორის ისაუბრეს ლარიზაციის გაზრდილ როლზე ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაში, ეკონომიკურ გლობალიზაციასა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე და სხვა.

ეკონომისტის დღე საქართველოში ტრადიციულად1999 წლიდან სექტემბრის ყოველ მეორე პარასკევს ეკონომისტის პროფესიული დღე აღინიშნება, რაც უკავშირდება 1918 წელს პირველი ქართული ეკონომიკური ჟურნალის „საქართველოს ეკონომისტის" გამოსვლას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა