მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7116.1
0.0015
flag
AZN 1.6064
-0.0001
flag
CNY 38.055
0.0052
flag
EUR 3.1203
0.0116
flag
GBP 3.7076
0.0128
flag
KZT 53.56
0.0002
flag
TRY 0.0694
-0.0004
flag
USD 2.7318
-0.0002

მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ, დადასტურდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზების თანხვედრა - ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი

news image

მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ, დადასტურდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზების თანხვედრა,  - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე. 

 

როგორც მან აღნიშნა, მისიის ფარგლებში ფონდთან ერთად, კიდევ ერთხელ, განხილულ იქნა მიმდინარე ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის ტენდენციები და პროგნოზები. 

 

„შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად წარმატებული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და მთავრობა, ყოველთვის დიდ ყურადღებას ამახვილებს ამ ტიპის თანამშრომლობაზე. ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით ეკონომიკური განვითარების ტენდენციებს და შესაბამისად, ვრეაგირებთ ფისკალური, თუ მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო  ფონდთან, პრაქტიკულად, შევჯერდით ყველა ძირითად ფისკალურ, მაკროეკონომიკურ პარამეტრზე და ფონდის შეფასებები თანხვედრაშია, იმ პროგნოზებთან, რაც ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას ჰქონდა გაცხადებული. ეკონომიკური ზრდა წინა შეფასებასთან შედარებით, რომელიც იყო 6% - გაიზარდა 7.2 პროცენტამდე, ასევე, საბიუჯეტო დეფიციტთან მიმართებით, რომელიც გვაქვს, დაახლოებით, 2,4-2,5%-ის ფარგლებში, ჩვენი და ფონდის პროგნოზიც ამ ნაწილში სრულად თანხვედრაშია ერთმანეთთან. რაც შეეხება მთავრობის ვალს, რომელიც იცით, რომ გასულ წელს შემცირდა 36%-მდე და რომელიც ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ვალის უსაფრთხო ნიშნული საქართველოსთვის - ამ ნაწილშიც ერთობლივად ვფიქრობთ, რომ ვალის ამ დონეს ქვეყანა შეინარჩუნებს და უფრო მეტად კლების ტენდენცია ექნება, თუმცა დაახლოებით, 34-36%-ის ფარგლებში, რაც არის ჩვენი გაცხადებული პროგნოზი. ინფლაციის ნაწილშიც ეროვნული ბანკის მიერ გაცხადებული პოლიტიკა და პროგნოზები თანხვედრაშია სავალუტო  ფონდის შეფასებებთან", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. 

 

მისი თქმით, შეჯერებულია პოზიციები საქართველოს ფისკალური პოლიტიკის წარმატებულ შედეგებზე.

 

„ჩვენ ვთანხმდებით, რომ ის ფისკალური პოზიცია, რომელიც დღეს აქვს საქართველოს, მნიშვნელოვანი და ხელსაყრელია მსოფლიო ეკონომიკაში არსებული  გაურკვევლობის პირობებში. საქართველო ამ პროცესს შეხვდა მომზადებული. ყველა ფისკალური პარამეტრი არის  ჯანსაღი და მდგრადი,  ყველა გამოწვევასთან მიმართებით შესაბამისი პასუხის შესაძლებლობით", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

 

მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა რეფორმებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად. 

 

„საუბარი გვქონდა რეფორმების ნაწილზეც, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად. ამ მიმართულებით შევთანხმდით, რომ ის პროგრესი, რაც არის რეფორმებთან მიმართებით, გაგრძელდება საერთაშორისო  სავალუტო ფონდის ჩართულობით.  განსაკუთრებით, ეს ეხება ყველაზე მასშტაბურ - სახელმწიფო საწარმოების რეფორმას, რომელზეც ძალიან აქტიურად გრძელდება მუშაობა. მას უკვე აქვს თავისი შედეგები, რაც აღინიშნა  სსფ-ის ფონდის შეფასებაში. ერთ-ერთი მიმართულება იყო ფისკალური რისკების დაზღვევა. ფინანსთა სამინისტროს მიცემული აქვს ფინანსური ზედამხედველობის საკმაოდ ძლიერი ჩარჩო, რაც ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია რეფორმის ფარგლებში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იგი მოიცავს ბევრ სხვა კომპონენტს, რომელზეც აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას. ამ პროცესში ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდს გავუზიარეთ მოსაზრებები. მისიამ დაადასტურა მზაობა და ჩართულობა, რომ მათი მონაწილეობით გაგრძელდება ეს მნიშვნელოვანი რეფორმა. ეს არ არის პროცესი, რომელიც ერთ წელიწადში დაიწყება და დასრულდება, ესაა ხანგრძლივი პროცესი, ბევრი საფეხურით, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საერთო შეფასებით, ამ რეფორმაში გადადგმული გვაქვს მნიშვნელოვანი ნაბიჯები და ამ რეფორმას ჩვენ ვახორციელებთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 

მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნულ ბანკს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სხვადასხვა უწყებებს მე-4 მუხლის კონსულტაციების ფორმატში გამართული ნაყოფიერი მუშაობისათვის.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image კრისტალ ლიზინგის კონკურენტული უპირატესობა - რა შეთავაზებები აქვს ბიზნესს

06.06.2025.12:20

„კრისტალი“, რომელიც დღეს უკვე ბაზარზე მიკრობანკის სტატუსით ოპერირებს, ბიზნესის დაკრედიტების მიმართულებით საკმაოდ აქტიურდება და ბევრ საინტერესო სიახლეს სთავაზობს მომხმარებელს.

„კრისტალის“ ერთ-ერთ პროდუქტს „კრისტალ ლიზინგი“ წარმოადგენს, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეებს ძირითადი საშუალებების შეძენაში ეხმარება. ზოგადად, რა მოთხოვნაა ქვეყანაში ლიზინგზე და რას სთავაზობს „კრისტალ ლიზინგი“ მომხმარებლებს, Business Insider Georgia მიკრობანკი კრისტალის ლიზინგის დირექტორს კახა გაბესკირიას ესაუბრა.

 ბოლო პერიოდში საქართველოში სალიზინგო პროდუქტებზე მოთხოვნა          იზრდება, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილს მაინც არ აქვს სრული ინფორმაცია ამ პროდუქტზე. დასაწყისისთვის ავხსნათ რა არის ლიზინგი და რის შესაძლებლობას აძლევს ის მომხმარებელს.

ლიზინგი ეს არის ალტერნატიული დაფინანსების ფორმა, რის საფუძველზეც   მომხმარებელი იჯარა-გამოსყიდვის პირობით ახდენს მის მიერ შერჩეული ძირითადი საშუალებების შეძენას . იქნება ეს ტრაქნსპორტი, მძიმე ტექნიკა თუ სხვადასხვა სექტორისთვის რელევანტური მანქანა-დანადგარები და მოწყობილობები. ასევე შესაძლოა ეს იყოს უძრავი ქონებაც კი.

ლიზინგი აქტუალურია იმ შემთხვევაში, როდესაც ბიზნესი განვითარების ფაზაშია და მათთვის ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი საბანკო სესხები.      ამიტომ, ასეთ დროს, ალტერნატიული დაფინანსების წყაროებზე წვდომა და  შესაბამისად, ლიზინგის შეთავაზება ქართულ ბაზარზე არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკა ჯერჯერობით არის განვითარებადი, ზრდადი და მეწარმეებს მუდმივად სჭირდება ფინანსური   მხარდაჭერა.

რა შემთხვევაში შეიძლება ისარგებლოს მომხმარებელმა ლიზინგით და მისი პროდუქტებით? 

დასაწყისში თქვენ სწორად ახსენეთ, რომ ლიზინგის, როგორც პროდუქტის ცნობადობა ჯერ კიდევ დაბალია. ამას განაპირობებს ის, რომ ქვეყნის განვითარების ამ ეტაპამდე საბანკო კრედიტები თითქმის ფარავდა ბიზნესის მოთხოვნებს. დღეს, როდესაც განვითარების ახალ ფაზაში უნდა გადავიდნენ მეწარმეები, აქ უკვე ლიზინგის როლი საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება, ვინაიდან შეზღუდული უზრუნველყოფის პირობების მიუხედავად, ბიზნესსუბიექტი არ წყვეტს განვითარებას, არ უჩნდება ახალ ძირითად საშუალებებზე წვდომის რისკები, რაც ხელს უწყობს ბიზნესის წარმადობის და ეფექტიანობის გაუმჯობესებას. ასევე, ხელს უწყობს საოპერაციო ხარჯების შემცირებას, მით უმეტეს შეზღუდული შრომითი რესურსების პირობებში და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ხარისხის მართვას. მეორეს მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია ლიზინგი, როგორც საკუთრების ალტერნატიული ფორმა: განვითარების გარკვეულ ეტაპამდე, მანამ, სანამ საკმარისი ფინანსური რესურსები დაუგროვდება, შესაძლოა მეწარმემ ვერ შეძლოს საჭირო ძირითადი საშუალების შეძენა და შესაბამისად, აქ უკვე ჩნდება ლიზინგის უპირატესობა: იჯარა-გამოსყიდვის რეჟიმში საკუთრების გარეშე მფლობელობის უფლებითსთავის ბიზნეს პროცესებში შეუძლია ჩართოს ნებისმიერი სასურველი ტენიკა. ეს ფაქტობრივად არის საკუთრების ალტერნატიული ფორმა. თუ კი ბიზნესი განვითარებაზეა ორიენტირებული, მას არ ეზღუდება ძირითად საშუალებებზე წვდომა, და ეს შესაძლებლობა მეწარმეებს შეუძლიათ ძალიან წარმატებით და თამამად გამოიყენონ თავიანთ ბიზნესში.

რა ტიპის ლიზინგი არსებობს და პროდუქტის პირობებთან დაკავშირებითაც, რომ გვითხრათ 

გამოვყოფ ორ ძირითად მიმართულებას: ეს არის საოპერაციო ლიზინგი და ფინანსური ლიზინგი. ფინანსური ლიზინგი არის ის, რასაც „კრიტალი ლიზინგი“ სთავაზობს ქართულ ბაზარს და ძირითადად ეს პროდუქტია პოპულარული. საოპერაციო ლიზინგი კი შეიძლება უფრო განვითარებულ ბაზრებზე იყოს გამოყენებული. ქართულ ბაზარს ჯერ მსგავსი გამოცდილება არ აქვს. ფინანსური ლიზინგის ძირითადი პირობა შემდეგში მდგომარეობს: მომხმარებელი თავად არჩევს, მასზე მორგებულ ძირითად საშუალებას, რა ტიპის დანადგარი სჭირდება, რა ტიპის დაზგა სჭირდება, რა ტიპის ტექნიკა თუ სატრანსპორტო საშუალება სჭირდება და ა.შ. შემდეგ, თავისი განმარტებებით მოგვმართავს და გვაწვდის ინფორმაციას, თუ რა ეფექტიანობის მისაღწევად სჭირდება ესა თუ ის პროდუქტი, რომლის საფუძველზეც ხდება მისი შესაწავლა და ფინანსური კალკულაცია, რამდენად ეფექტური იქნება კონკრეტული მეწარმის შემთხვევაში მსგავსი დანადგარის გამოყენება და ჩვენ, ძალიან ოპერატიულად ვთავაზობთ ამ გადაწყვეტილებას. მომხმარებლებს შეუძლიათ ძალიან მოკლე ვადაში, განაცხადიდან მაქსიმუმ 1-4 დღეში მიიღოს პასუხი დაფინანსების თაობაზე და შესყიდვის ოპერაციაც წარმატებით დავასრულოთ იმის გათვალისწინებით, აქტივი საქართველოშია, თუ საზღვარგარეთ. აქ არის ხაზგასასმელი ის, რომ ლიზინგის შემთხვევაში პროცესში სამი მხარეა ჩართული. ეს არის როგორც ლიზინგის მიმღები, ასევე ჩვენ, როგორც ფინანსური ინსტიტუტი და მესამე - დანადგარის, აქტივის მომწოდებელი. ამ პროდუქტის ძირითადი სარგებელი არის ის, რომ უძრავი ქონებით უზრუნველყოფა ლიზინგის შემთხვევაში საჭირო არ არის, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, უძრავი ქონებით უზრუნველყოფის გარეშე გააგრძელოს თავისი ბიზნეს საქმიანობა და განვითარება. თუმცა, მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ ლიზინგის დაფინანსების შემთხვევაში მომხმარებელს უნდა გააჩნდეს საკუთარი თანამონაწილეობის თანხა, რითაც ის მოახდენს რისკის მინიმიზაციას სალიზინგო კომპანიის სასარგებლოდ. მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში, მომხმარებელი ხშირად საკუთარ საცხოვრებელს, კომერციულ ფართს თუ მიწის ნაკვეთს ტვირთავს იპოთეკით და გადაუხდელობის შემთვხვეაში დაკარგვის რისკის ქვეშ აყენებს ამ ქონებას. ხოლო, ლიზინგის შემთხვევაში კი მხოლოდ ნასწყიდობის ფასის დაახლოებით 25%-ია რისკის ქვეშ. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს მომხმარებლის რისკებს და დაგროვილი ქონების დაკარგვის საფრთხეს. ლიიზნგის პერიდის ამოწურვის და ვალდებულების სრულად დაფრვის შემთხვევაში კი სალიზინგი კომპანია გადასცემს გამოსყიდულ აქტივს მეწარმეს და ის ხდება მისი სრულუფლებიანი მესაკუთრე.

როდიდან ხართ წარმოდგენილი ბაზარზე და რა შედეგები გაქვთ ამ დრომდე? 

კრისტალი ლიზინგი წარმოადგენს მიკრობანკ „კრისტალის“ ერთ-ერთ მიმართულებას. ჩვენ ოპერაციები დავიწყეთ 2020 წლიდან. სამწუხაროდ, საქმიანობის დაწყებისთანავე დაგვემთხვა პანდემიის პერიოდი. ფაქტობრივად, დაახლოებით 3 წელი ვიყავით ბუნდოვანი საინვესტიციო აქტივობის პირობებში და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკა იზრდებოდა, ძირითად საშუალებებზე მოთხოვნა მაინც პასიური იყო. ბევრად უფრო აქტიური გავხდით 2023 წლის შემდეგ. ძალიან გვეხმარება ისიც, რომ სულ ახლახანს მიკრობანკის ლიცენზია მივიღეთ და ამით მოგვეხსნა მაქს. 100 ათას ლარიანი დაფინანსების შეზღუდვის პირობა, რაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულაციებით იყო შეზღუდული. ჩვენი პორტფელი დღეს დაახლოებით 18 მლნ ლარამდეა. ეს არ არის ძალიან დიდი, თუმცა არის ახალგაზრდა პორტფელი და არის მომგებიანი. ამასთან, არის საკმაოდ დივერსიფიცირებული და ვაფინანსებთ ფაქტიურად ყველა ინდუსტრიას, ყველა დარგს, რაც კი საქართველოშია წარმოდგენილი მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში. ხაზგასმით აღვნიშნავს, რომ ჩვენი ძირითადი მომხმარებლები არიან განვითრებადი მიკრო და მცირე მეწარმეები, რომელთა წლიური მომგებიანობა შესაძლოა იყოს 100 ათასი ლარიდან 2 მილიონ ლარამდეც კი.

შეგიძლიათ ამ პროდუქტის წარმატებული ქეისები გაიხსენოთ? 

წარმატებულ ქეისებზე ცხადია სახელობით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ბიზნეს ქეისები შინაარსის დონეზე შემიძლია გაგიზიაროთ. გვყავს მომხმარებლები ესთეტიკის ბიზნესიდან. ამ მიმართულებაში განსაკუთრებით ქალბატონები აქტიურობვენ. გამოვყოფდი ასევე, ფერმერულ მეურნეობებს და მექანიზაციის სერვისების პროვაიდერებს. საინტერესო შემთხვევებია როცა მექანიზატორის კვალიფიკაციის მომხმარებლები გახდნენ უკვე მსხვილი ტექნიკის მფლობელები და საკმაოდ წარმატებით სთავზობენ სერვისებს ფერმერებს თავიანთ გეოგრაფიულ არეალში და მაშინ, როცა კრიტიკულია საქართველოში შრომით რესურსებზე წვდომა და შრომითი რესურსების ფასიც, ინტენსიურ მეურნეობებში ძალიან ღირებულია მათი ჩანაცვლება მქანიზირებული ტენოლოგიებით, იქნება ეს ნიადაგის დამუშავება, მოსავლის აღების პროცესი თუ სხვა შუალედური აგრო ტექნიკური ღონისძიებები. შესაბამისად, თუ აქამდე 1 ან 2 ოპერაციას აკეთებდა ტრაქტორის მფლობელი, დღეს ლიზინგით შეუძლია დაიფინანსოს სხვადასხვა აგრეგატების შეძენა და მით გაზარდოს ერთ ტრაქტორზე დატვირთულობა და შემოსავლიანობა. ასევე, გვყავს წარმოების მიმართულებით ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანია, რომელიც ქაღალდეის გადამუშავებას ეწევა და ამ მიზნით შეიძინა დაზგა-დანადგარები და საკმაოდ წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. როგორც იცით, საქართველო არის ლოჯისტიკური ჰაბი. შესაბამისად, სატრანსპორტო გადაზიდვები პოპულარული ბიზნესია საქართველოში და ძალიან ბევრი წარმატებული მომხმარებელი გვყავს ამ სექტორიდან, რომლებიც ლოკალურ თუ საერთაშორისო გადაზიდვებს ეწევიან. იგივე შეიძლება ითქვას დისტრიბუციაზეც, რომელიც ლოკალური ტრანსპორტირებისთვის იყენებს სატრანსპორტო საშუალებეს. გვყავს ავტო გაქირავების და ტაქსით მომსახურების ბიზნესებში ჩართულო მეწარმეები. განსაკუთრებით კი გამოვყოფდი მშენებლობის სექტორს, იქნება ეს ინფრასტრუქტურული მშენებლობა თუ სხვა, ეს სექტორი საქართველოში განსაკუთრებით გამოკვეთილად და წარმატებით იყენებს ლიზინგის ინსტრუმნეტს. მინდა ასევე შევეხო ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებთან თანამშრომლობას „აწარმოე საქართველოს“ და „სოფლის განვითარების სააგენტოების ფარგლებში, ჩვენი კომპანია ჩართულია ამ პროგრამებში და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში მეწარმეებს ვთავაზობთ პროცენტის სუბსიდიის პროგრამებზე წვდომას. აღსანიშნავია ისიც, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მუდმივად აუმჯობესებს დასაფინანსებელი სექტორების სიას და ამით უფრო და უფრო მეტი მეწარმნისთვის ხდის ხელმისაწვდომს პროცენტის სუბსიდიის პროგრამას. შესაბამისად, მზად ვართ ნებისმიერი განაცხადი მივიღოთ, მოვისმინოთ მეწარმეების ინიციატივები და მოვემსახუროთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

როგორია სალიზინგო ბაზარზე კონკურენცია და რით არის გამორჩეული კრისტალის შეთავაზებები?

კონკურენცია ქართულ ბაზარზე საკმაოდ მაღალია. სალზიინგი კომპანიებს უწევთ კონკურენციაში შესავლა არა მხოლოდ ერთმანეთთან, არამედ ბანკებთანაც. თუმცა, როგორც ავღნიშნე, ლზიინგი წარმოადგენს უგირავნო დაფინასების ალეტრნატივას და ის ძირიტავად უზრუნველყოფის დეფეიციტის პირობებში ახერხებს რომ იყოს კონკურენტუნარიანი. რაც შეეხება შიდა სექტორულ კონკურენციას ლიზინგის პროვანიდერებს შორის ჩვენი უპირატესობაა გამორჩეული ფოკუსი მიკრო და მცირე მეწარმეთა სეგმნეტზე. მაშინ, როდესაც სხვა სალიზინგო კომპანიები ძირითადად ემსახურებიან ბევრად უფრო მსხვილ კომპანიებს და დაფინანსების თანხებიც ჩვენგან განსხვავბით ბევრად მაღალია, ჩვენი ყურადღება მიმართულია ზომაში უფრო მცირე მომხმარებლებისკენ. მათთვის მნიშვნელოვანია მოქნილობა, დროულად გადაწყვეტილების მიწოდება და დროული დაფინანსება - ეს ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა. ასევე, გამოვყოფდი კრისტალის საფილიალო ქსელის უპირატესობას, ვინაიდან ჩვენ წარმოდგენილი ვართ საქრთველოს თითქმის ყველა რაიონში, 50-მდე ფილიალით ქვეყნის მასშტაბით - ეს უპირატესობა, გვაძლევს შესძლებლობას, რომ მოვემსახუროთ მომხმარებელს რეგიონებშიც და ლზინგი გავხადოთ მათთვისაც ხელმისაწვდომი პროდუქტი, საბანკო ტარნსფორმაცია მომავალში მოგვცემს შესაძლებლობას რომ გავაიაფოთ ფინსნური რესურსები და ამით მომხარებელსაც გავუიაფოთ ლზიინგის ოპერაცია.

შეგვიძლია შევაფასოთ, მთლიანობაში საქართველოში სალიზინგო ბაზარი როგორ ვითარდება, რა გამოწვევები და მიღწევები აქვს? ასევე საინტერესოა რა კორელაცია არსებობს ეკონომიკურ ზრდასა და ლიზინგის განვითარებას შორის? 

ქვეყნის მასშტაბით ლიზინგი წლიდან წლამდე 20-25%-ით იზრდება. ჩვენც, ბოლო პერიოდში ვიზრდებოდით 20%-ის ფარგლებში. გეტყვით, რომ ლიზინგი არ არის იმდენად პოპულარული პროდუქტი, როგორიც სესხია. საბანკო სექტორი თუ დღეს მართავს დაახლოებით 70 მილიარდის აქტივებს, ლიზინგში ის 100 ჯერ ნაკლებია და შეადგენს მხოლოდ 700 მლნ ლარს. ეს ახსნადია იმითაც, რომ ლიზინგით ფინანსდება მხოლოდ ძირითად საშუალებების შეძენა. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდასთან კორელაციას, ლიზინგი მასთან პირდაპირ კორელაციაშია. თუ ქვეყნის მასშტაბით არის ეკონომიკური ზრდა, ეს ნიშნავს, რომ ქართულ ბიზნეს რეალობაში მოთხოვნა ძირითად საშუალებებზე, წარმადობის გაზრდის, ეფექტიანობის გაუმჯობესების თუ ხარისხის მართვის მიზნებისთვის იზრდება და შესაბამისად, ეს აისახება ლიზინგის პორტფელზეც, ასევე გეტყვით, რომ ეკონომიკური ზრდის ვარდნა, ასევე პირდაპირ კორელაციაშია ლიზინგის პორტფელის კლებასთან. 

მთლიანობაში "კრისტალ ლიზინგმა" როგორ დაასრულა 2024 წელი და რა მოლოდინები გაქვთ წლის ბოლომდე?

2024 წელს გვქონდა მომგებიანი პორტფელი. 2025 წლის პირველი კვარტალი ოდნავ პასიური იყო, ლიზინგის მომხმარებელ ძირითად დარგებს შეექმნათ გამოწვწვბი თებერვალის უამინდობის გამო და ამან შეაფერხა ბევრი პროექტი, გამოწვევები დაუდგათ ჩვენს მომხმარებლებსაც. აპრილი და მაისი კი ბევრად უფრო დამაიმედებელი იყო, გვქონდა საკმაოდ კარგი ზრდა და გვეიმედება, რომ შემდეგი თვეებიც არ ჩამორჩება. ასევე მნიშვნელოვნია ის ფაქტიც, რომ სულ ახლახანს საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მივიღეთ და უკვე შეგვიძლია ამ სტატუსით, 100 ათას ლარზე მეტით დავაფინანსოთ მომხმარებლები.

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები? 

მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა კრისტალი გაიცნოს უკვე ახალ ამპლუაში და დროულად შევუქმნათ მათ პოზიტიური გამოცდილება. ჩვენი მთავარი გეგმა არის ის, რომ საბანკო ტრანსფორმაციის პირობებში მომხმარებლამდე მივიტანოთ გაუმჯობესებული პირობები, გავუმარტივოთ ფინანსებზე წვდომა და მივცეთ მათ სწარფი განვითრების შესაძლებლობა, რაც თავისთავად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა