მიმოქცევაში არსებული საგადახდო საკრედიტო ბარათების 39% VISA-ზე მოდის
მიმოქცევაში არსებული საგადახდო საკრედიტო ბარათების 39%-ი VISA-ს საკრედიტო ბარათებზე მოდის, ხოლო 13%-ი Mastercard-ზე. ივნისის სტატისტიკით ამ ბაზარზე AMEX-ის წილი 21%-ია.
ივნისის მდგომარეობით ქვეყანაში ქვეყანაში აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 756 810 ერთეული შეადგინა.
სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ივნისის ბოლოსთვის VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 296 025 ერთეულს შეადგენდა, AMEX-ის 155 625 ერთეულს. ხოლო Mastercard-ის 99 734 ერთეულს.
ხოლო 205 426 ერთეული საკრედიტო ბარათი სხვა საგადახდო სისტემების კუთვნილებაა.
თუ VISA-სა და Mastercard-ის ბაზრის წილს საკრედიტო ბარათების მიმართულებით მიმოვიხილავთ სახეზეა, რომ 2025 წლის ივნისში 2024 წლის ივნისთან შედარებით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 2%-ითაა გაზრდილი, ხოლო Mastercard-ის 1%-ითა შემცირებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ ივნისში მაისთან შედარებით მიმოქცევაში არსებული საკრედიტო ბარათების რაოდენობა თითქმის 1%-ითაა გაზრდილი, ხოლო 2024 წლის ივნისთან შედარებით 8%-იანი ზრდაა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
30.07.2025.17:47
ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალი, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა დანერგა, რომლითაც უფრო გამჭვირვალე გახადა რისკების მართვისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი. აღნიშნული ნაბიჯით ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს განვითარების მორიგ ეტაპზე გადავიდა, რითაც აუმჯობესებს მონეტარული პოლიტიკის რეაქციის ფუნქციის გამჭვირვალობასა და აღქმადობას, რაც პოლიტიკის გადაცემის არხების ეფექტურობას აძლიერებს.
"მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში" ინფლაციის, ეკონომიკური ზრდისა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის იმ პროგნოზების აღწერას გაეცნობით, რომელთაც მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება. გამოცემის მიზანი სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების საზოგადოებისთვის დეტალური ახსნაა.
ზოგადად, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა მოიაზრებს მაღალი გაურკვევლობის შედეგად წარმოქმნილი რისკების სპექტრის ანალიზსა და, მათზე საპასუხოდ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესაძლო ტრაექტორიების კომუნიკაციას.
ცენტრალური სცენარი
გლობალურად მიმდინარე ტენდენციების ფონზე, ეკონომიკური გაურკვევლობა მაღალია. აქედან გამომდინარე, სებ-ი ცენტრალურ სცენართან ერთად სხვადასხვა რისკ-სცენარსაც განიხილავს.
ერთი მხრივ, სებ-ი განიხილავს მაღალინფლაციურ სცენარს, რომელიც ეფუძნება გეოპოლიტიკური და ადგილობრივი ინფლაციური რისკების ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო მწვავე რეალიზებას. აღიშნული სცენარი, ასევე ითვალისწინებს სასაქონლო ბაზრებიდან მომდინარე დამატებით ინფლაციურ წნეხს.
მეორე მხრივ, დაბალინფლაციური რისკის სცენარი მოიაზრებს რელევანტური რისკების იმგვარ რეალიზებას, რომელიც ცენტრალურ სცენართან შედარებით ნაკლებად ინფლაციურია. საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილების ფონზე, პროდუქტიულობა მაღალია. შესაძლებელია ეს ტენდენცია მოსალოდნელზე ხანგრძლივად შენარჩუნდეს, რასაც დისინფლაციური ეფექტი ექნება. ამასთან, გლობალური ტენდენციებიც შესაძლებელია ცენტრალურ სცენართან შედარებით ნაკლებად მწვავე იყოს.
არსებული ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, რისკების მინიმიზაციის მიდგომიდან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შენარჩუნდა.
თუ ცენტრალურ სცენართან შედარებით, მაღალინფლაციური ან დაბალინფლაციური რისკები მონაცემებში მეტად გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრება ან შერბილება გახდეს საჭირო.
გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე პუბლიკაციების განყოფილებაში.