მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა წლიურ ჭრილში 16%-ით გაიზარდა
სებ-ის მონაცემების მიხედვით, მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა (ერთეული) ერთი წლის განმავლობაში 16%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვის მონაცემებთან შედარებით 7%-ით.
2025 წლის აპრილის ბოლოსთვის ბაზარზე აქტიური 9 876 131 ერთეული სადებეტო ბარათი იყო, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე მათ რაოდენობა 8 496 221 ბარათს შეადგენდა.
საქართველოში სადებეტო ბარათების მხრივ კვლავ Mastercard-ი ლიდერობს. 2025 წლის აპრილის ბოლოსთვის არსებული საგადახდო სადებეტო ბარათებიდან 5 448 314 ერთეული სწორედ Mastercard-ზე მოდის.
Mastercard-ის ბარათების მიმდინარე მონაცემები კი მარტის მაჩვენებლებთან მაჩვენებლებთან შედარებით 11%-იან, ხოლო 2024 წლის აპრილთან შედარებით 26%-იან ზრდას აჩვენებს.
აპრილის სტატისტიკის მიხედვით, აქტიური სადებეტო ბარათებიდან 55%-ს Mastercard-ი ფლობს, 27%-ს VISA, AMEX კი 14%-ის მფლობელია. დანარჩენი სადებეტო ბარათები კი სხვა სისტემებზე ნაწილდება.
2025 წლის აპრილის ბოლოსთვის მიმოქცევაში VISA-ს აქტიური 2 635 758 ბარათი იყო. ზრდა წინა თვესთან შედარებით 2%-ია, ხოლო 2024 წლის აპრილთან შედარებით 3%-ითაა გაზრდილი.
რაც შეეხება AMEX-ს, აპრილში მისი სადებეტო ბარათების რაოდენობა 1 391 423 ერთეული იყო, რაც თვიურ ჭრილში 2%-იან ზრდას, ხოლო წლიურ ჭრილში 24%-იანი ზრდაა.
სხვა სიახლეები
14.07.2025.17:00
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7149 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 3.1737 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7149 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7160 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1737 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1753 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0016 ლარი შეადგინა.