მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკებს ხაზინისთვის 300 მლნ ლარის დაბრუნება უწევთ
17 ოქტომბერს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 კვირიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.
სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 300 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 10.0322 პროცენტით.
აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 18 ოქტომბერს.
ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ 300 მილიონი ლარის დეპოზიტს.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჟინი განათლების გზაზე არ ჩერდება - გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე დიდ ბრიტანეთში
სხვა სიახლეები
17.09.2025.17:09
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2143 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7143 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7143 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7080 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0063 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2143 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1979 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0164 ლარი შეადგინა.