მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7076.5
-0.0072
flag
AZN 1.5991
-0.0005
flag
CNY 37.979
0.0029
flag
EUR 3.209
0.0061
flag
GBP 3.7162
-0.0122
flag
KZT 52.4
-0.0003
flag
TRY 0.0682
-0.0001
flag
USD 2.7195
-0.0008

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მომხმარებელთა მხრიდან დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა 33%-ითაა შემცირებული

news image

2025 წლის მაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 42 ერთეული შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ წლიურ ჭრილში პრეტენზიების რაოდენობა 33%-ითაა შემცირებული. სებ-ის სტატისტიკური მაჩვენებლებით, 2024 წლის მაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 63 პრეტენზია შეადგინა.

რაც შეეხება 2025 წლის აპრილის მაჩვენებელს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა 48 იყო, მაშინ როდესაც იანვრის მაჩვენებლებთან შედარებით 13%-იანი კლებაა. 

ირკვევა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლიენტებს პროდუქტებთან მიმართებაში ყველაზე მეტი პრეტენზია სალომბარდე სესხებთან მიმართულებით აქვთ. 

სებ-ის ინფორმაციით, მაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომხმარებლებმა სულ 42 პრეტენზია დააფიქსირეს, საიდანაც 31 პრეტენზია სალომბარდე სესხებთან მიმართებაშია, 4 ავტო სესხთან დაკავშირებული პრეტენზიაა, ხოლო 2 ბიზნეს სესხთან დაკავშირებით დაფიქსირებული პრეტენზიებია. სტატისტიკის თანახმად კი 5 სხვადასხვა პროდუქტებთან მიმართებაში ოფიციალურად გამოხატული უკმაყოფილებაა. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image იმოგზაურე დათო ტურაშვილთან ერთად წიგნების სამყაროში- განათლების გზაზე არ გაჩერდე

04.07.2025.13:30

საქართველოს ბანკი როგორც განათლების მხარდამჭერი ფინანსური ორგანიზაცია, რეგიონებში საინტერსო შეხვედრების ორგანიზებას აგრძელებს.

ამჯერად 11 ივლისს, გორში, სასტუმრო  Gori Inn- ში, 19 საათზე, მწერალი დავით ტურაშვილი წიგნების მოყვარულთათვის შეხვედრას გამართავს და მისულ სტუმრებს განათლებაზე, ლიტერატურასა და წიგნიერების მნიშვნელობაზე ესაუბრება.

შეხვედრაზე დასწრების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე: https://go.bog.ge/3Ib59nS

შეხვედრის ბოლოს ვიქტორინა მოეწყობა და გამარჯვებულებს საჩუქრად დათო ტურაშვილის ხელმოწერილი წიგნები გადაეცემათ

განათლების გზაზე არ გაჩერდე! 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა