მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.4
0.0009
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 38.019
-0.0015
flag
EUR 3.1272
0.0079
flag
GBP 3.5493
0.0047
flag
KZT 51.51
0.0001
flag
TRY 0.0641
-0.0002
flag
USD 2.7075
-0.0014

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მომხმარებელთა მხრიდან დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა 20%-ითაა შემცირებული

news image

2025 წლის იანვარ-სექტემბერში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 481 ერთეული შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პრეტენზიების რაოდენობა 20%-ით არის შემცირებული

სებ-ის სტატისტიკური მაჩვენებლებით, 2024 იანვარ-სექტემბერში  მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 600 პრეტენზია შეადგინა.

რაც შეეხება 2025 წლის სექტემბრის მაჩვენებელს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა 80 იყო, მაშინ როდესაც 2024 წლის სექტემბერში მათი რაოდენობა 69 პრეტენზიას შეადგენდა.

ირკვევა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლიენტებს პროდუქტებთან მიმართებაში ყველაზე მეტი პრეტენზია სექტემბერში სალომბარდე სესხებთან მიმართულებით ჰქონდათ.

სებ-ის ინფორმაციით, სექტემბერში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომხმარებლებმა გარდა სალომბარდე სესხებთან დაკავშირებული პრეტენზიებისა პრეტენზია დააფიქსირეს ავტო სესხთან დაკავშირებით - ამ მიმართულებით პრეტენზიების რაორენობამ სექტემბერში 12 ერთეული შეადგინა, ხოლო 2 პრეტენზია „სხვა“ კატეგორიაში დაფიქსირდა. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 5.6 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა

07.11.2025.13:57

2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 175.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და ისტორიულად რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყნის საერთაშირისო სავალუტო რეზერვები 5.6 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებაზე ორიენტირებული რჩება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, მაისში 245.4 მლნ-ის, ივნისში 266.0 მლნ-ის, ივლისში 416.9 მლნ-ის, აგვისტოში 199.6 მლნ-ის, ხოლო სექტემბერში 100.0 მლნ-ის  წმინდა შესყიდვა განხორციელდა. ჯამურად 2025 წლის იანვარ-სექტემბერში წმინდა შესყიდვებმა 1 596.0 მლნ შეადგინა. წმინდა შესყიდვების ოქტომბრის სტატისტიკა კი 25 ნოემბერს გამოქვეყნდება.

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვისორიენტირებულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე-ოქტომბრის მონაცემებით მიღწეული მაჩვენებელიც აღნიშნულის დასტურია.

2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.4%-ს  (920.6 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 420.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 5 დეკემბერს გამოაქვეყნებს.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა