მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7242.7
0.018
flag
AZN 1.607
0.0012
flag
CNY 39.765
0.0016
flag
EUR 3.1564
-0.0131
flag
GBP 3.6575
-0.0119
flag
KZT 55.74
0.0002
flag
TRY 0.0619
0
flag
USD 2.7321
0.0021

მიკრობანკმა “კრისტალმა” ახალი სარეიტინგო სააგენტოსგან SCOPE Ratings B+/სტაბილური საკრედიტო შეფასება მიიღო

news image

მიკრობანკმა “კრისტალმა” ახალი სარეიტინგო სააგენტოსგან SCOPE Ratings B+/სტაბილური საკრედიტო შეფასება მიიღო. როგორც მიკრობანკის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აღნიშნული შეფასებით დადასტურდა, რომ „კრისტალი“ საქართველოს უმსხვილესი მიკრობანკია.

„მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ SCOPE Ratings-მა მიკრობანკ კრისტალს B+/სტაბილური საკრედიტო რეიტინგი მიანიჭა, რითაც დაადასტურა მისი, როგორც საქართველოს უმსხვილესი მიკრობანკის პოზიციონირება, ფოკუსით მიკროდაკრედიტებაზე, სოფლის მეურნეობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაზე.

მიკრობანკმა კრისტალმა საკრედიტო შეფასების მიმართულებით პარტნიორობა სააგენტო SCOPE Ratings-თან დაიწყო, რაც კრისტალის ინსტიტუციური განვითარების გზაზე კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

გადაწყვეტილება SCOPE Ratings-თან თანამშრომლობის დაწყების შესახებ, რომელიც კრისტალის მიკრობანკად წარმატებულ ტრანსფორმაციას მოჰყვა, ნათლად გამოხატავს კომპანიის სწრაფვას მის სტრატეგიაში ახალი პერსპექტივები და შესაძლებლობები შეიტანოს და ბაზრის უფრო სიღრმისეულ ცოდნას დაეყრდნოს.

რეიტინგი აჩვენებს კრისტალის მყარ შემოსავლიანობას, სანდო აქტივების ხარისხსა და სტაბილურ ლიკვიდობას, რაც განპირობებულია მჭიდროდ ორგანიზებული რისკების მართვითა და წამყვანი ინსტიტუციური აქციონერების ზედამხედველობით.

Scope ხაზს უსვამს კრისტალის მნიშვნელოვანი ზრდის პოტენციალს მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ და ადასტურებს მის პოზიციას, როგორც მდგრადი, მომავალზე ორიენტირებული და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუტი საქართველოს ფინანსურ სექტორში.

SCOPE Ratings, წამყვანი ევროპული სარეიტინგო სააგენტო, განვითარებად ბაზრებზე ფინანსური ინსტიტუტების შეფასების დიდი გამოცდილებით გამოირჩევა. მისი მზარდი საქმიანობა საქართველოს მიკროსაბანკო სექტორში კიდევ უფრო ამყარებს კრისტალის ხედვას, ითანამშრომლოს პარტნიორთან, რომელსაც გლობალურ სტანდარტებთან ერთად, ადგილობრივი ბაზრის სიღრმისეული ცოდნა აქვს“, - აღნიშნულია „კრისტალის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image Bybit-ის შემოსვლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა დინამიურად ვითარდება და იზრდება - შოთა ლომთაძე

12.03.2026.16:32

Bybit-ის შემოსვლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა დინამიურად ვითარდება და იზრდება, - ამის შესახებ Bybit Georgia-ს დირექტორმა შოთა ლომთაძემ Bybit Georgia-ს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კომპანიის შემოსვლა საქართველოს ბაზარზე ქვეყნის ფინანსური ეკოსისტემის განვითარებასა და ინოვაციური ფინანსური პროდუქტების ხელმისაწვდომობის ზრდას შეუწყობს ხელს.

„Bybit-ის შემოსვლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა დინამიურად ვითარდება და იზრდება მოთხოვნა ახალ ფინანსურ შესაძლებლობებზე. ჩვენი მიზანია ადგილობრივ ბაზარს შევთავაზოთ ინოვაციური პლატფორმა, რომელიც დამატებით ლიკვიდობასა და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას შექმნის“, - განაცხადა შოთა ლომთაძემ.
მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი კრიპტოპლატფორმა Bybit საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერის და საგადახდო სერვისის პროვაიდერის ლიცენზიების საფუძველზე განახორციელებს.
Bybit Georgia-ს თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი პირველი პროდუქტი კრიპტობარათი - Bybit Card იქნება, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს კრიპტოაქტივები ყოველდღიურ ფინანსურ ოპერაციებში გამოიყენონ.
„Bybit Card-ის გამოშვება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ალტერნატიული კაპიტალის განვითარებისა და ფინანსურ ეკოსისტემაში ინოვაციების დანერგვის მიმართულებით. მსგავსი პროდუქტები მომხმარებლებს კრიპტო და ტრადიციული ფინანსური სერვისების უფრო მარტივად გამოყენების შესაძლებლობას აძლევს“, - აღნიშნა შოთა ლომთაძემ.
მისივე თქმით, ეს პროდუქტი რეგიონში უნიკალურია და მომხმარებლებს კრიპტოაქტივებისა და ტრადიციული ფინანსური ინსტრუმენტების ერთიან პლატფორმაზე გამოყენების შესაძლებლობას სთავაზობს.
პროექტის განხორციელებაში კომპანიის პარტნიორები არიან Mastercard და Pave Bank, რომლებიც კრიპტობარათის განვითარებასა და ბაზარზე დანერგვის პროცესში მონაწილეობენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა