Mastercard-მა და AI Hub-მა, Tech განათლების გასაძლიერებლად, სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყეს
Mastercard, ციფრული გადახდების გლობალური ლიდერი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აძლიერებს Tech მიმართულებას, როგორც ინოვაციების დანერგვით, ასევე, განათლების ხელშეწყობით. გამონაკლისი არც საქართველოა. სწორედ ამ მიზნით, Mastercard-მა და AI Hub-მა “ნებულამ”, სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყეს. შეთანხმება ოფიციალურად 28 მარტს გაფორმდა. სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში შექმნა საგანმანათლებლო კურსები ხელოვნური ინტელექტის (AI), ფინანსური განათლების, ელ. კომერციისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებებით.
"Mastercard-ში ჩვენ გვჯერა, რომ Tech განათლების ხელშეწყობა არის უზრუნველყოფილი მომავლის და ეკონომიკური ზრდის გასაღები. ჩვენი პარტნიორობა AI Hub “ნებულასთან” განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ის ცხადად გამოხატავს ჩვენს ვალდებულებას, საჭირო უნარებითა და ცოდნით უზრუნველვყოთ პროფესიონალთა შემდეგი თაობა და გავაძლიეროთ ქვეყნის ტექნოლოგიური ლანდშაფტი. ამ სტრატეგიული პარტნიორობის მეშვეობით, მონაწილეები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვან და მოთხოვნად მიმართულებებში. ჩვენი სურვილია დავეხმაროთ პირადად მათ კარიერულ გაძლიერებაში, ხოლო ქვეყანას, ეკონომიკურ წინსვლაში“ - დავით ზღუდაძე, Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში.
ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარების სრული კურსი 2025 წლის აპრილიდან დაიწყება. 8 კვირიანი კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტები შეძლებენ დამოუკიდებლად შექმნან AI თულები, მათ შორის AI-ით მართული ჩატბოტები, სურათების ამოცნობის მოდელები, პროგნოზირებადი ანალიტიკის თულები, AI რეკომენდაციის ალგორითმები AI-ით გენერირებული კონტენტი და ვებ-აპლიკაციები. თეორიული ცოდნისა და საჭირო უნარების გამოყენება კი, სხვადასხვა მიმართულებით - ფინანსებში, მარკეტინგში, ელ. კომერციასა და მედია ინდუსტრიებში შეეძლებათ.
„ჩვენი პარტნიორობა Mastercard-თან წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს ტექნოლოგიური ეკოსისტემის და მომავალი პროფესიონალების გაძლიერების მიმართულებით. ეს შესაძლებლობა მათ საშუალებას მისცემს, გამოიყენონ თავიანთი ცოდნა რეალურ სამყაროში, შექმნან მომავლის კარიერული პერსპექტივები და ხელი შეუწყონ ქვეყნის ტექნოლოგიურ წინსვლას. ჩვენი მისიაა, რომ გავაძლიეროთ ქვეყნის ტექნოლოგიური მომავალი და ახალგაზრდა პროფესიონალებსა თუ დამწყებებს შევთავაზოთ ხელმისაწვდომი ცოდნა და პრაქტიკული უნარები ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოების, ელ. კომერციისა და ფინანსური განათლების სფეროში.“ - ნატალი პატარიძე, მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორი.
Mastercard უკვე რამდენიმე წელია აქტიურადაა ჩართული საგანმანათლებლო ინიციატივებში. ფინანსური განათლება, ციფრული უსაფრთხოება, უახლესი ტექნოლოგიები სტაბილურად რჩება პრიორიტეტულ მიმართულებებად და სწორედ მათი ხელშეწყობისთვის იქმნება და ადაპტირდება უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებსაც გლობალური კომპანია ქართველ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.
სხვა სიახლეები
Bybit-ის შემოსვლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა დინამიურად ვითარდება და იზრდება - შოთა ლომთაძე
12.03.2026.16:32
Bybit-ის შემოსვლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა დინამიურად ვითარდება და იზრდება, - ამის შესახებ Bybit Georgia-ს დირექტორმა შოთა ლომთაძემ Bybit Georgia-ს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კომპანიის შემოსვლა საქართველოს ბაზარზე ქვეყნის ფინანსური ეკოსისტემის განვითარებასა და ინოვაციური ფინანსური პროდუქტების ხელმისაწვდომობის ზრდას შეუწყობს ხელს.
„Bybit-ის შემოსვლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა დინამიურად ვითარდება და იზრდება მოთხოვნა ახალ ფინანსურ შესაძლებლობებზე. ჩვენი მიზანია ადგილობრივ ბაზარს შევთავაზოთ ინოვაციური პლატფორმა, რომელიც დამატებით ლიკვიდობასა და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას შექმნის“, - განაცხადა შოთა ლომთაძემ.
მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი კრიპტოპლატფორმა Bybit საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერის და საგადახდო სერვისის პროვაიდერის ლიცენზიების საფუძველზე განახორციელებს.
Bybit Georgia-ს თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი პირველი პროდუქტი კრიპტობარათი - Bybit Card იქნება, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს კრიპტოაქტივები ყოველდღიურ ფინანსურ ოპერაციებში გამოიყენონ.
„Bybit Card-ის გამოშვება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ალტერნატიული კაპიტალის განვითარებისა და ფინანსურ ეკოსისტემაში ინოვაციების დანერგვის მიმართულებით. მსგავსი პროდუქტები მომხმარებლებს კრიპტო და ტრადიციული ფინანსური სერვისების უფრო მარტივად გამოყენების შესაძლებლობას აძლევს“, - აღნიშნა შოთა ლომთაძემ.
მისივე თქმით, ეს პროდუქტი რეგიონში უნიკალურია და მომხმარებლებს კრიპტოაქტივებისა და ტრადიციული ფინანსური ინსტრუმენტების ერთიან პლატფორმაზე გამოყენების შესაძლებლობას სთავაზობს.
პროექტის განხორციელებაში კომპანიის პარტნიორები არიან Mastercard და Pave Bank, რომლებიც კრიპტობარათის განვითარებასა და ბაზარზე დანერგვის პროცესში მონაწილეობენ.