მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
შაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7029.3
-0.0405
flag
AZN 1.5873
-0.0034
flag
CNY 37.706
0.0028
flag
EUR 3.1536
0.017
flag
GBP 3.6399
0.0124
flag
KZT 50.38
0.0006
flag
TRY 0.0658
-0.0002
flag
USD 2.6984
-0.0067

Mastercard-ი კვლავ ლიდერია — საქართველოში 10.1 მილიონზე მეტი სადებეტო ბარათია მიმოქცევაში

news image

სებ-ის მონაცემების მიხედვით, მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა (ერთეული) ერთი წლის განმავლობაში 12%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვის მონაცემებთან შედარებით 1%-ით.

2025 წლის ივლისის ბოლოსთვის ბაზარზე აქტიური 10 123 550  ერთეული სადებეტო ბარათი იყო, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე მათ რაოდენობა 9 136 960 ბარათს შეადგენდა.

საქართველოში სადებეტო ბარათების მხრივ კვლავ Mastercard-ი ლიდერობს. 2025 წლის ივლისის ბოლოსთვის არსებული საგადახდო სადებეტო ბარათებიდან 5 591 098 ერთეული სწორედ Mastercard-ზე მოდის.

Mastercard-ის ბარათების მიმდინარე მონაცემები კი ივნისის მაჩვენებლებთან მაჩვენებლებთან შედარებით 0,4%-იან, ხოლო 2024 წლის ივლისთან შედარებით 17%-იან ზრდას აჩვენებს.

ივლისის სტატისტიკის მიხედვით, აქტიური სადებეტო ბარათებიდან 55%-ს Mastercard-ი ფლობს, 28%-ს VISA, AMEX კი 14%-ის მფლობელია. დანარჩენი სადებეტო ბარათები კი სხვა სისტემებზე ნაწილდება.

2025 წლის ივლისის ბოლოსთვის მიმოქცევაში VISA-ს აქტიური 2 837 688 ბარათი იყო. ზრდა წინა თვესთან შედარებით 2%-ია, ხოლო 2024 წლის ივლისთან შედარებით 6%-ითაა გაზრდილი.

რაც შეეხება AMEX-ს, ივლისში მისი სადებეტო ბარათების რაოდენობა 1 463 073  ერთეული იყო, რაც თვიურ ჭრილში 2%-იან კლებას, ხოლო წლიურ ჭრილში 21%-იანი ზრდაა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 1.96%-ითაა გაზრდილი - სებ

27.08.2025.15:00

საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2025 წლის ივლისის ბოლოსათვის 61.96 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.19 მილიარდი ლარით, 1.96%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.44%-ით მეტი). დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 10.94% შეადგინა. ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები

გაიზარდა 552.94 მილიონი ლარით, ანუ 1.92%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.29%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 637.65 მილიონი ლარით, ანუ 1.99%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 2.57%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2025 წლის ივლისის ბოლოსათვის 50.33 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია არ შეცვლილა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.24 პროცენტული პუნქტით).

ივლისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.78% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.55%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.59%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 79.23%, ხოლო ევროს წილმა 18.97% შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა