მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7086.9
0.0238
flag
AZN 1.5961
0.0037
flag
CNY 38.208
0.0149
flag
EUR 3.2143
0.0164
flag
GBP 3.7053
0.0129
flag
KZT 50.12
0.0003
flag
TRY 0.0657
0.0001
flag
USD 2.7143
0.0063

Mastercard-ი კრიპტოვალუტის ტენდენციებისა და გამოყენების გლობალურ ანალიზს აქვეყნებს

news image

ციფრული აქტივების ეკოსისტემის გაფართოების პარალელურად, Mastercard-მა გამოაქვეყნა გლობალური კვლევის ახალი მიგნებები კრიპტოვალუტის შესახებ, როგორც გამოყენების, ასევე, ინფორმირებულობის თვალსაზრისით. შედეგები ცხადყოფს არა მხოლოდ კრიპტოვალუტის მზარდ აქტუალობას ფინანსურ ლანდშაფტში, არამედ აჩვენებს მომხმარებელთა მოლოდინების ცვლილებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კრიპტოვალუტა არის ციფრული აქტივის ტიპი, რომელიც აგებულია ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე - დეცენტრალიზებულ და უსაფრთხო სისტემაზე, რომელიც საშუალებას იძლევა P2P ტრანზაქციები განხორციელდეს ცენტრალური ორგანოს საჭიროების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინი და ეთერიუმი ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტებია, უფრო ფართო კრიპტო ეკოსისტემა მოიცავს სტაბილურ კრიპტოვალუტებს, ტოკენებს და სხვა ციფრულ ინსტრუმენტებს, რომლებიც სულ უფრო ხშირად გამოიყენება გადახდებში, ინვესტიციებსა თუ ფინანსურ ინოვაციებში.

Mastercard-ის კრიპტოვალუტის გამოყენების გლობალური ინდექსის მიხედვით, ყველა სხვა გამოკითხულ ბაზარზე, კრიპტოს გამოყენების საშუალო ქულა 100-დან 35-ია, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის (EEEMA) რეგიონში კი, მნიშვნელოვნად მაღალი - 49 ქულა. ეს მაჩვენებელო არის მკაფიო ინდიკატორი იმისა, რომ განვითარებად ეკონომიკებში განსაკუთრებით მაღალია ინტერესი კრიპტოვალუტების მიმართ. შესაბამისად, მაღალია მისი გამოყენებაც.

კვლევა ასევე აჩვენებს, რომ გლობალურად, მომხმარებლების 58% ან უკვე არის ჩართული კრიპტო სისტემაში, ან განიხილავს ამის გაკეთებას. კერძოდ, 21% აცხადებს, რომ ამჟამად ფლობს რომელიმე კრიპტოვალუტას, ხოლო 37% თავს კრიპტოვალუტით დაინტერესებულად მიიჩნევს - რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ამ ეტაპზე იღებენ ინფორმაციას კრიპტოს შესახებ და/ან აპირებენ კრიპტოვალუტის შეძენას უახლოეს მომავალში. ეს ტენდენცია განსაკუთრებით გამოხატულია ახალგაზრდა, ციფრულად ადაპტირებულ თაობებში - მილენიალებსა და Gen Z თაობებში. ასევე, ეს ტენდენცია შენარჩუნებულია მაღალი შემოსავლის მქონე მომხმარებლებს შორის, რომლებიც, როგორც წესი, უფრო ღია არიან ახალი ფინანსური ტექნოლოგიების მიმართ.

კრიპტოვალუტის, როგორც სპეკულაციური ინვესტიციის ფლობის გარდა, მომხმარებლები ელოდებიან მის გამოყენებას ყოველდღიურ ფინანსურ ურთიერთობებში. სულ უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნა, რომ კრიპტოვალუტა გახდეს  ტრადიციულ ფინანსებთან თავსებადი - ინტეგრირდეს არსებულ საგადახდო სისტემებში და გახდეს რეალურ სამყაროში გამოყენებადი აქტივი. კვლევის მიგნებები მიუთითებს, რომ აღქმები კრიპტოვალუტის შესახებ სწრაფად ვითარდება და ის სიახლიდან სარგებლიანობაზე გადადის.

ფინტექებთან, ციფრული საფულეების პროვაიდერებთან და ცენტრალურ ბანკებთან პარტნიორობის გზით, Mastercard მხარს უჭერს უსაფრთხო, რეგულირებად და ინკლუზიურ ინოვაციებს- როგორც მომხმარებელთა მოთხოვნასთან, ასევე ინსტიტუციურ ზედამხედველობასთან შესაბამისობაში.

საქართველოს მზარდი ინტერესი ციფრული აქტივების მიმართ

გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს - ქვეყანა რეგიონული ტენდენციის ნაწილია, სადაც კრიპტოვალუტის ცნობადობა და ჩართულობა სწრაფად იზრდება.

პროგნოზების მიხედვით, 2025 წელს ქვეყანაში კრიპტოვალუტის მომხმარებელთა გავრცელების მაჩვენებელი 14.13%-ს მიაღწევს, რაც დაახლოებით 153,350 ქართველ მომხმარებელს წარმოადგენს. მოსალოდნელია, რომ 2025 წელს, ციფრული აქტივების ბაზარი 1.9 მილიონ აშშ დოლარის შემოსავალს გამოიმუშავებს. ფიზიკური პირებისთვის საგადასახადო შეღავათებთან და ხელსაყრელ რეგულაციურ გარემოსთან ერთად, ქვეყანა ციფრული აქტივების განვითარებად ცენტრად ყალიბდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო მიღწევა არის ვირტუალური აქტივების სერვისპროვაიდერების (VASP) რეგისტრაციის კანონი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2023 წელს შემოიღო. VASP კომპანიებს ანიჭებს ვირტუალური აქტივების, კრიპტოვალუტების კანონიერი ოპერირების უფლებას. ის მოიცავს ციფრული აქტივების ყიდვა-გაყიდვას, გადარიცხვას, შენახვასა და ერთი აქტივის მეორეში გადაცვლას. VASP ლიცენზია შეუძლიათ მიიღონ როგორც სპეციალიზებულ კრიპტო კომპანიებს, ისე ტრადიციულ ფინანსურ ორგანიზაციებს - ბანკებსა და მიკროსაფინანსო კომპანიებს.

Mastercard-ი მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ხედავს ადგილობრივი ეკოსისტემის განვითარებაში და აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ ბანკთან და სხვა ინსტიტუტებთან მათი სამოქმედო გეგმებისა და რეგულაციების ფარგლებში. საგანმანათლებლო პროგრამების, ტექნოლოგიური ექსპერტიზისა და ინტეგრაციის ინსტრუმენტების შეთავაზებით, Mastercard ისწრაფვის ხელი შეუწყოს პასუხისმგებლიანი და მდგრადი განვითარების პროცესს ქვეყნის ფინანსურ და ციფრულ სექტორებში.

 გამოიწერე Mastercard-ის ბიზნეს ინტელექტუალური პლატფორმა Mastercard Business Intelligence და მიიღე მეტი ინფორმაცია Mastercard-ის კრიპტოვალუტის გამოყენების გლობალური ინდექსის და სხვა გლობალური ინსაითების შესახებ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ფინანსები
image Mastercard-ი კრიპტოვალუტის ტენდენციებისა და გამოყენების გლობალურ ანალიზს აქვეყნებს

18.09.2025.15:00

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა