მაისის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 4.6 მლრდ დოლარი შეადგინა
2025 წლის მაისის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 66.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მაგალითისთვის, მარტში 101.7 მლნ-ის, ხოლო აპრილში 266.4 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორციელდა. ჯამურად 2025 წლის იანვარ-აპრილში წმინდა შესყიდვებმა 368.1 მლნ შეადგინა. წმინდა შესყიდვების მაისის სტატისტიკა კი 25 ივნისს გამოქვეყნდება.
2025 წლის მაისის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.4% (752.1 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 252.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.
საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 7 ივლისს გამოაქვეყნებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
06.06.2025.19:00
მაისში სახაზინო ფასიანი ქაღალდების ჯამურმა გამოშვების მოცულობამ 275.78 მლნ ლარი შეადგინა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის მაისში ჩატარდა 6 გამოშვებისა და 1 გაცვლის აუქციონი. გამოშვებული სახაზინო ფასიანი ქაღალდების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა კი 8.93% შეადგინა. სულ გამოშვებულ იქნა 6 და 12 თვის ვადიანობისა და 3, 5, 7 და 11 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები. დაიფარა 451.25 მლნ ლარის მოცულობის სახაზინო ვალდებულებები.
2025 წლის 31 მაისისათვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელის 42.8% ფორმირებულია იმ ფასიანი ქაღალდებით, რომელთა დაფარვის ვადა დგება მომავალი 1-3 წლის განმავლობაში. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელში ასევე დიდი წილი უკავია 3-5 წლის ვადიანობის მქონე ობლიგაციებს (დაახლოებით 26.6%).
მოთხოვნის კოეფიციენტი გასული თვის მაჩვენებელთან (აპრილი 1.89) შედარებით გაიზარდა და 1.98 შეადგინა.
მაისში სახაზინო ფასიანი ქაღალდების დარჩენილი საშუალო შეწონილი ვადიანობა გაიზარდა და 3.74 წელი შეადგინა (აპრილი 3.6 წელი)