მაისის ბოლოს ჩვენ აპრილის შედეგებს გავასაჯაროებთ და წლის დასაწყისიდან 4-ჯერ მეტია უკვე ნაყიდი - ნათია თურნავა
წლის დასაწყისიდან სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. აღნიშნულ საკითხზე მინიშნება „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გააკეთა. მისი განმარტებით, გლობალურად დოლარის პოზიციების შესუსტება სებ-ს კურსზე დაწოლის გარეშე რეზერვების შევსების შესაძლებლობას აძლევს.
„სებ-ის პოლიტიკა მიმართულია რეზერვების მაქსიმალურ აკუმულირებაზე. ჩვენ მცირე ეკონომიკა ვართ, არ გაქვს მუდმივი წყარო შემოდინების, როგორიც არის მინერალური რესურსების ექსპორტი, ნავთობი, გაზი და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ბაზრიდან უნდა შევიძინოთ დოლარი და ეს გლობალურად შესუსტება დოლარის პოზიციების და პარალელურად ლარის გამყარება გვაძლევს ძალიან კარგ ვითარებას, კონიუნქტურაა ბაზრის, როდესაც ჩვენ კურსზე დაწოლის გარეშე ვიძენთ რეზერვებს. მაისის ბოლოს ჩვენ აპრილის შედეგებს გავასაჯაროებთ და წლის დასაწყისიდან 4-ჯერ მეტია უკვე ნაყიდი და ეს უბრალოდ მინიშნების სახით. რატომ არ ვაცხადებთ ხოლმე ჩვენ პარალელურად BMatch პლატფორმის შესყიდვებს, ხშირად არის ხოლმე ეს კითხვა. იმიტომ, რომ ასეთი ნებისმიერი ჩვენი განცხადება ამან შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ბაზრის კონიუნქტურაზე, რაღაც სპეკულაციური განწყობები გააჩინოს ამიტომ ეს გამართლებულია, რომ 20-25 დღის ვადით ვაკეთებთ ამას. თუმცა ტენდენცია საკმაოდ კეთილსაიმედოა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
დღის ტოპ 10 სიახლე
რატომ არ ასაჯაროებს სებ-ი BMatch პლატფორმით შესყიდვების მომდევნო თვის 25 რიცხვამდე - ნათია თურნავა
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
05.05.2025.19:30
სსფ მზად არის, რომ შემდგომი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, სსფ-ს საქართველოსთან ურთიერთობა არასოდეს შეუწყვეტია.
„სსფ მზად არის, რომ შემდგომი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. სხვათა შორის არასოდეს შემწყდარა, იმიტომ, რომ ტექნიკური დახმარება მათგან ყოველთვის გვქონდა, მიმდინარე იყო. ახლაც ველოდებით მათ მორიგ მისიას. და პრინციპში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაა იმიტომ, რომ ჩვენსავით წარმატებული ქეისი რეგიონში შეიძლება ბევრი არ იყოს. ამიტომ ალბათ მათთვისაც კარგია, რომ თანამონაწილე იყვნენ ამ წარმატების, თუმცა ჩვენ იმედია მათთან კარგი თანამშრომლობა, ზოგადად ინვესტორებისთვის ეს უფრო მეტი სტაბილურობის განცდას აჩენს. მაგრამ მთავარი ფაქტორი სტაბილურობის განცდის ეს მართლაც მშვიდობიანი ვითარება რომელსაც ჩვენ მიუხედავად ამ რთული გარემოცვისა შევინარჩუნეთ ფრთხილი, პრაგმატული, დივერსიფიცირებული პოლიტიკის შედეგად“, - აღნიშნა თურნავამ.