მაღალი დასაქმების დონე რაც მიღწეულია კვლავაც შენარჩუნდება | ნათია თურნავა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 2 აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.25 პროცენტს შეადგენს. ,,ვითარდება მთელი რიგი დარგები, ეს ნიშნავს მეტ შემოსავლებს, ეს ნიშნავს რომ მაღალი დასაქმების დონე რაც არის მიღწეული კვლავაც შენარჩუნდება, თუმცა ჩვენ ყურადღებით უნდა მივადევნოთ თვალყური რომ მოთხოვნის მხრიდან ზეწოლა ფასებზე არ იყოს ნეგატიური შედეგის მომტანი, რასაც ჩვენ ფრთხილი მონეტარული პოლიტიკით ვახორციელებთ“, - აღნიშნულის შესახებ ნათია თურნავამ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, ინფლაციური რისკები კვლავ მაღალია. მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა სასაქონლო ბაზრებზე გაურკვევლობას ზრდის. საგარეო რისკებთან ერთად, ადგილობრივი ეკონომიკური ტენდენციებიც, ინფლაციაზე ზეწოლის კუთხით, ჯერ კიდევ საყურადღებოა. კერძოდ, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალია და ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ზრდა, ძლიერი ერთობლივი მოთხოვნის გამო, შედარებით მაღალი იქნება, ინფლაციაზე დამატებითი წნეხი წარმოიქმნება. თუმცა მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე დამატებით ინფლაციური წნეხი განეიტრალდება თუკი ეს ზრდა ეკონომიკის ჯამური პოტენციალის ზრდით იქნება განპირობებული. ,,შრომის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციები კვლავ გასათვალისწინებელია. ამ ეტაპზე ხელფასების ზრდა დასაქმებულთა პროდუქტიულობის ზრდას მნიშვნელოვნად აჭარბებს ამ ტენდენციის ხანგრძლივად შენარჩუნება წარმოების ხარჯებს გააძვირებს და საბოლოოდ ფასებზეც აისახება” - აღნიშნა თურნავამ. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ ეკონომიკურ ზრდაში საფინანსო სექტორი კვლავაც ერთ-ერთ წამყვან როლს თამაშობს. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის პირველ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ხელფასის ზრდის ტემპმა მოიკლო, რამაც პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯის მზარდი ტენდენციაც შეანელა. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ხელფასი - ფასის სპირალის განვითარების ცალსახა ნიშნები არ შეიმჩნევა. თუმცა პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯის ჯერ კიდევ მაღალი დონე შრომის ბაზრის მხრიდან ინფლაციურ ზეწოლას საყურადღებო ფაქტორად ტოვებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
07.05.2025.17:56
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1219 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7467 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7467 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7473 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1219 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.1105 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0114 ლარი შეადგინა.