ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულება ძლიერდება
ლიბერთიმ ახალი კამპანია #ჩვენიანი დაიწყო და საკომუნიკაციო პლატფორმის პირველი ვიდეო წარადგინა. მისი მთავარი გმირები ბანკის მომხმარებლები და თანამშრომლები არიან.
კამპანია პასუხობს ლიბერთის ახალ სტრატეგიას და მთავარ მიზანს — ჩამოყალიბდეს უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად, რომელიც ყველა საჭიროების ადამიანს ემსახურება.
ლიბერთის ახალი კამპანია #ჩვენიანი მთელი მომდევნო წლის განმავლობაში გაგრძელდება. ბანკი მომხმარებელს სიახლეებს, სხვადასხვა კონტენტით, ეტაპობრივად წარუდგენს.
„ლიბერთიში გაძლიერდა საცალო მიმართულება, დაინერგა მომსახურების პერსონალიზაციის ახალი მოდელი, ძლიერი პროფესიონალებით შექმნილი გუნდი კი ორიენტირებულია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებებზე.
2024 წელსაც მომხმარებელს ბევრ სიახლეს შევთავაზებთ, საინტერესო წელი გვექნება. ლიბერთის ახალი შეთავაზებების შესახებ #ჩვენიანებს მეტ ინფორმაციას ეტაპობრივად მივაწვდით“- აცხადებს თორნიკე კორძაია, ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი.
ბანკი, მომხმარებელს მიმდინარე წლის ბოლოსაც აქტიურად შესთავაზებს სიახლეებს ნოემბრის დარჩენილ დღეებსა და დეკემბრის განმავლობაში. ასევე, საზოგადოებას საშუალება ექნება გაიცნოს ლიბერთის საცალო გუნდის ის წევრები, ვინც ხელს უწყობს ბანკის უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად ჩამოყალიბებას და სისტემის გაძლიერებას.
სხვა სიახლეები
TBC Capital-ი ინფლაციის შემცირებას პროგნოზირებს
09.12.2025.17:30
წლიური ინფლაცია ნოემბერში 4.8%-მდე შენელდა, რაც კვლავ პროგნოზებთან თანხვედრაშია, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაშია აღნიშნული.
თიბისი კაპიტალის პუბლიკაციების მკითხველისთვის ცნობილია, რომ ინფლაციური ზეწოლის შემცირებაზე, უკვე რამდენიმე თვეა, მიუთითებს სეზონურად შესწორებული და გაწლიურებული თვიური ინფლაცია, რომელიც ბოლო ხუთ თვეში საშუალოდ 3.4%-ს შეადგენს.
„ამავეს მიუთითებს ფასების დინამიკის სხვა მაჩვენებლებიც: მაგალითისათვის, მომსახურების ინფლაცია ნოემბერში სამიზნე 3%-იან ნიშნულზე დაბალი იყო. ამდენად, მიმდინარე პროგნოზით, წლიური ინფლაცია დეკემბერში 4.5%-მდე შენელდება, მომდევნო წლის მარტიდან კი 4%-ზე ქვემოთ დაფიქსირდება.
ნოემბერში კიდევ ერთხელ გაიზარდა პურის ფასი, რომელიც ბოლო ცხრა თვეში კუმულატიურად 21.5%-ით არის მომატებული. აღნიშნულს წლიურ ინფლაციაში 0.9 პროცენტული პუნქტის (პპ) წვლილი შეაქვს. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მომდევნო წლიდან ინფლაციას გაზრდის იმპორტულ სიგარეტზე აქციზის დაგეგმილი ზრდაც. ადგილობრივმა ინფლაციამ ნოემბერში 6.4% შეადგინა, იმპორტული ინფლაცია კი ბოლო შვიდ თვეში პირველად დადებით ნიშნულზე დაფიქსირდა და 0.8%-ს მიაღწია, საწვავზე ფასების დეფლაციური ეფექტის ამოწურვის პარალელურად. ამასთან, 8.2%-დან 5.8%-მდე შენელდა ინფლაცია შერეულ პროდუქტებზე, თუმცა კლება დიდწილად საბაზო ეფექტით არის განპირობებული“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.