მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7155.9
-0.008
flag
AZN 1.5865
-0.0003
flag
CNY 39.482
0.0189
flag
EUR 3.1519
0.0366
flag
GBP 3.6238
0.0527
flag
KZT 56.41
-0.0175
flag
TRY 0.0606
0.0001
flag
USD 2.6965
-0.0005

ლიბერთი ბიზნესისთვის - ახალი ციფრული სერვისები ბიზნესს

news image

ლიბერთი  აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას და ინოვაციური  საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებას,  რომლის მიზანია მომხმარებლებისთვის ყოველდღიური ბანკინგის მაქსიმალური გამარტივება და ფინანსურ ოპერაციებზე ხელმისაწვდომობის მაღალი სტანდარტის შექმნა.

ამჯერად ბანკმა, Cash in ბანკომატებისთვის ახალი ინოვაციური ფუნქციონალი დანერგა.  კერძოდ,  დღეიდან შესაძლებელია ფიზიკური პირის მიერ, მესამე პირის ანგარიშზე თანხის შეტანის სერვისით სარგებლობა.  აქამდე არსებული სერვისი მხოლოდ საკუთარ ანგარიშზე თანხის შეტანას ითვალისწინებდა.

დღეიდან,  ასევე ხელმისაწვდომი ხდება ფიზიკური პირის მიერ იურიდიული პირის ანგარიშზე (დოლარი, ევრო) თანხის შეტანის სერვისი. ფიზიკურ პირს აქამდე იურიდიული პირის ანგარიშზე თანხის შეტანა შეეძლო მხოლოდ ლარში.

„ლიბერთის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სერვისების უწყვეტი გაციფრულებაა, რაც საშუალებას გვაძლევს, მომხმარებელს უფრო სწრაფი, მოქნილი და კომფორტული საბანკო გამოცდილება შევთავაზოთ. თუ წლების წინ იურიდიულ პირებს ვაძლევდით შესაძლებლობას ბიზნეს ბარათის გარეშე განეხორციელებინათ თანხის შეტანა NCR ბანკომატებით, დღეს უკვე გაცილებით უფრო ფართო სპექტრის ინოვაციური სერვისები ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე ბიზნესისთვის. ეს ცვლილება არა მხოლოდ ტექნოლოგიური პროგრესის შედეგია, არამედ პასუხია ჩვენს მომხმარებელთა ყოველდღიურ საჭიროებებზე - დავით მესხიძე, ლიბერთის გადახდების ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი.

ბანკმა რამდენიმე წლის წინ დანერგა ინოვაციური სერვისი  იურიდიული პირებისთვის – NCR (cash-in) ბანკომატების მეშვეობით ანგარიშზე თანხის შეტანის შესაძლებლობა, ბიზნეს ბარათის გამოყენების გარეშე. აღნიშნული ინიციატივა პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ბიზნესისთვის ოპერაციების გამარტივების მიმართულებით.

ლიბერთი ბანკი მომავალშიც განაგრძობს თანამედროვე ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვას, რათა მომხმარებელს შესთავაზოს ინოვაციური, საიმედო და მაქსიმალურად ეფექტური ფინანსური მომსახურება.

ლიბერთის Cash-In ბანკომატში თანხის შეტანა კომფორტულია და ერთდროულად დიდი რაოდენობის კუპიურების მოთავსებაა შესაძლებელი. თანხა მომენტალურად აისახება ანგარიშზე და შეტანის შემდეგ ლიბერთის განახლებული ინტერნეტ და მობაილ ბანკიდან ფინანსების მართვა სურვილისამებრ არის შესაძლებელი. უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი NCR მოდელის Cash-In | Cash-Out ბანკომატები ლიბერთიმ საქართველოში 2020 წელს, ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში დანერგა. მათი გამოყენებით, მომხმარებელს საშუალება ეძლევა ისარგებლოს როგორც სტანდარტული ბანკომატის ფუნქციონალით, ასევე ნებისმიერ დროს შეიტანოს თანხა სამივე ვალუტაში (ლარი, დოლარი, ევრო) 30 000 ლარიანი ლიმიტით ბანკში ვიზიტის გარეშე. ასევე, 24/7 ნებისმიერ დროს განახორციელოს ვალუტის კონვერტაცია სპეც.კურსით. ბანკომატიდან თანხის განაღდება კი შესაძლებელია როგორც ბარათით, ისე Apple Pay / Google Pay-ის გამოყენებით.

ამჟამად, მომხმარებლისთვის ლიბერთის 40-მდე Cash-in | Cash-Out ბანკომატია ხელმისაწვდომი. იხილეთ Cash-In ბანკომატების რუკა: https://shorturl.at/oObDg

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ჩვენი მიზანია, შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი - არჩილ გაჩეჩილაძე

09.04.2026.19:00

FTSE 100 ინდექსში მოხვედრა Lion Finance Group-ისთვის მიღწეული წარმატების აღიარებაა, თუმცა არა საბოლოო მიზანი - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში Lion Finance Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის სტრატეგიული ამოცანა აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში, ასევე ცენტრალურ აზიაში წამყვანი საბანკო ქსელის შექმნაა, სადაც საქართველო ცენტრალურ როლს შეასრულებს.

„ჩვენთვის FTSE 100 ეს არის იმ წარმატების აღიარება, რასაც დღეს მივაღწიეთ. თუმცა ეს თავისთავად მიზანი ნამდვილად არ არის. ჩვენთვის მიზანი არის, რომ შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი, რომელსაც შეიძლება ფოკუსი ასევე ცენტრალურ აზიაშიც ჰქონდეს. თუმცა აი ამ ბაზრებზე ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება არის შესაძლებელი და მგონია, რომ ჩვენი გუნდი ყველაზე უფრო კარგად არის პოზიციონირებული ამისთვის. ჩემთვის მომავალში როცა ვფიქრობ, რომ აი ყველა ვარსკვლავი ერთ რიგში რომ დალაგდეს, როგორ წარმოიდგინება ხვალინდელი დღე – ალბათ ეს იქნება, რომ ასეთი ქსელი იყოს და საქართველო იყოს მისი ცენტრალური ადგილი. შესაბამისად მგონია, რომ ყველაზე ბევრს ჩვენი ქვეყნისთვის ამ შემთხვევაში გავაკეთებთ, როცა აი ამას მივაღწევთ“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა