მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7106.2
-0.0024
flag
AZN 1.6073
-0.0005
flag
CNY 37.995
-0.0043
flag
EUR 3.0969
0.0108
flag
GBP 3.6846
0.0008
flag
KZT 53.47
-0.0032
flag
TRY 0.0697
-0.0002
flag
USD 2.7334
-0.0008

ლარის სტაბილურობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკური სვლისათვის - ვახტანგ ბუცხრიკიძე

news image

თუ შევადარებთ რეგიონულ ვალუტებს, ასევე გლობალურ ვალუტებს ლარი არის საკმაოდ მყარი - ამის შესახებ ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გამართული კონფერენციის შემდეგ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა. მის თქმით, ქვეყნის ეკონომიკისთვის კურსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის. შეიძლება ვთქვათ, რომ ლარს აქვს დაბადების დღე. დღეს შეუსრულდა 30 წელი და 30 წელი უკვე ისეთი ასაკია, რომ გამოვიდა ახალგაზრდობიდან და ისეთ ასაკში შევიდა, რომ უკვე ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი არის მისთვის. 1995 წლიდან ლარმა ძალიან დიდი პერიოდი გაიარა. ვგულისხმობ იმას, რომ ამ წლების განმავლობაში იყო დიდი ეკონომიკური ზრდაც, იყო ბევრი გამოწვევები, იყო კრიზისული პერიოდებიც, მაგრამ ამ გამოწვევების მიუხედავად შეიძლება ითქვას, რომ 30 წლის განმავლობაში თუ შევედარებით, როგორც რეგიონულ სხვადასხვა ვალუტებს, ასევე გლობალურ ვალუტებს ლარი არის საკმაოდ მყარი ამ 30 წლის განმავლობაში. ვფიქრობთ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია კურსის სტაბილურობა ჩვენი ეკონომიკისათვის. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყანა არის ღია ეკონომიკა, დამოკიდებული ვართ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებზე, ვაჭრობაზე და აქედან გამომდინარე ჩვენი ლარის სტაბილურობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკური სვლისათვის“, - აღნიშნა ბუცხრიკიძემ.

2025 წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით თბილისში მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია იმართება.


news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ჯერჯერობით დინამიკა არ იძლევა საშუალებას, რომ წლევანდელი წლის საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი შევაფასოთ - ალექსანდრე ძნელაძე ჟურნალისტებს

30.05.2025.17:33

ჯერჯერობით დინამიკა არ იძლევა საშუალებას, რომ წლევანდელი წლის საკრედიტო პორტფელის და საბანკო სექტორის აქტივების ზრდის ტემპზე კონკრეტული პასუხი გავცეთ, - ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დაკრედიტების ტემპის შენელებას ეხებოდა.. მისი თქმით, ანალიზის დეტალური გაკეთება რამდენიმე თვის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი კონკრეტული მაჩვენებლები იძლევა საშუალებას, რომ ვთქვათ გარკვეული თვეები უკვე შემცირებული არის, წინა წელთან შედარებით, არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჯერჯერობით დინამიკა არ იძლევა საშუალებას, რომ წლევანდელი წლის საკრედიტო პორტფელის და საბანკო სექტორის აქტივების ზრდის ტემპზე კონკრეტული პასუხი გავცეთ. სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წელსაც უფრო მეტად ველოდებოდით ნაკლებ აქტივობას, იქედან გამომდინარე, რომ 2023 წლის განმავლობაში საკმაოდ მაღალი იყო აქტივობის ტემპი და გარე ფაქტორების ეფექტის შემცირებასაც ველოდებოდით. არ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძირითადი ფაქტორი ,მაგრამ ამასაც შეიძლება ზემოქმედება მოეხდინა კონკრეტულ თვეებზე. უფრო მეტად და უფრო კონკრეტულ ანალიზს აუცილებლად გავაკეთებთ ზაფხულის პერიოდში, როდესაც ნახევარი წლის შედეგები იქნება და ამაზე შევძლებთ უფრო მეტი ანალიზის გაკეთებას“, - აღნიშნა ძნელაძემ.

ძნელაძე ამბობს, რომ უძრავ ქონებასთან მიმართებაში აქტივობა შემცირებულია.

„ჯერ-ჯერობით ადრე არის, რომ რაიმე ვთქვა ამ ნაწილთან მიმართებაში.არაერთხელ გვქონია ამაზე საუბარი, რომ ანალიტიკა ცოტა იგვიანებს ხოლმე. იმიტომ, რომ მონაცემებზე და იმ ტენდენციაზე უნდა იყოს აწყობილი რა მიმდინარეობაც აქვს. რა თქმა უნდა უძრავ ქონებასთან მიმართებაში აქტივობა შემცირებულია, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ აქტივობის შემცირებაზე ანალიტიკოსები 2024 წლის დასაწყისში არაერთგზის საუბრობდნენ“, - აღნიშნა ძნელაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა