მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7091
0.0031
flag
AZN 1.5928
-0.0002
flag
CNY 38.102
-0.0048
flag
EUR 3.1424
-0.0038
flag
GBP 3.5656
0.005
flag
KZT 51.78
0.0006
flag
TRY 0.064
0
flag
USD 2.708
-0.0005

ლარის კუთხით შეფასება დიდწილად ნეიტრალურია, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ევროს გამყარება კვლავ საბაზო სცენარია - TBC Capital

news image

ბიზნეს სტრატეგიის შემუშავებისას, დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურის განსაზღვრა ერთ-ერთი ძირითადი საკითხია. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ამ მხრივ, საქართველოში არჩევანი უმეტესწილად ლარი/ევრო/დოლარით შემოიფარგლება.

„გადაწყვეტილების მიღებისას, მნიშვნელოვანი არგუმენტებია, თუ რეალურად რა ვალუტაშია დენომინირებული კომპანიის აქტივები და შემოსავლები, სხვადასხვა ოპტიმისტური თუ პესიმისტური სცენარის განვითარების შემთხვევაში. ასევე, ხშირად უპირველესი ყურადღება ხარჯებს ეთმობა, საკუთრივ კი, საპროცენტო განაკვეთებს შორის განსხვავებას. და არანაკლებ მნიშვნელოვანია კონკრეტული ვალუტის მის ე.წ. წონასწორულ ნიშნულთან შედარებით გადახრა. მაგალითად, თუ ევრო ზედმეტად გაუფასურებულია, ეს ევროში შედარებით ნაკლები ვალის აღებისა და მეტი ინვესტირების არგუმენტია. ამასთან, თავისთავად, გააჩნია, თუ რა ვადაზეა საუბარი. როგორც თიბისი კაპიტალის მიმდინარე წლის აგვისტოს პუბლიკაციაში იყო აღნიშნული, შედარებით უფრო მოკლევადიანი პერიოდისათვის, ევროს მეტი წილი, შესაძლოა, რაციონალური ყოფილიყო, თუმცა, უფრო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, ევროს გამყარება საბაზო სცენარს წარმოადგენდა.

წარსულზე საუბრისას, საყურადღებოა, რომ თიბისი კაპიტალის ეს ჩარჩო საქართველოში პირველად ჯერ კიდევ 2019 წელს გამოქვეყნდა. კორპორატიული სექტორის მაგალითზე, წარმოდგენილი მიდგომის გათვალიწინებით, ვალის სავალუტო სტრუქტურაში ლარი/ევრო/დოლარის მხოლოდ ზომიერი ცვლილების შემთხვევაში, დღევანდელთან შედარებით ვალის ოდენობა დაახლოებით 25-35%-ით ნაკლები იქნებოდა. დავაზუსტებთ, არა იმიტომ რომ კომპანიები ნაკლებ ვალს აიღებდნენ, არამედ ეს საკმაოდ მნიშნელოვანი შედეგი სწორედ ლარი/ევრო/დოლარის წონასწორულ ნიშნულებთან შედარებით გადახრის გათვალისწინებით მიიღწეოდა. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში დაკრედიტება და, შესაბამისად, კომპანიებსა და ზოგადად ეკონომიკაზე დადებითი ეფექტიც მეტი იქნებოდა. 

რა შეიცვალა ჩვენს გაანგარიშებებში აშშ დოლარის ბოლოდროინდელი გამყარების შემდეგ? ლარის კუთხით შეფასება დიდწილად ნეიტრალურია, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ევროს გამყარება კვლავ საბაზო სცენარია. უფრო მეტი არგუმენტები პუბლიკაციის სრულ ვერსიაშია წარმოდგენილი, რომელიც მიმდინარე საერთაშორისო განვითარების კონტექსტში უზბეკური სომის შეფასების განახლებასაც მოიცავს“, - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაში. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

17.11.2025.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1424 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7080 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება  2.7080 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც 2.7085 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1424 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1462 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0038 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა