ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1237 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6968 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6968 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6974 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1237 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1398 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0161 ლარი შეადგინა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
27.08.2025.19:00
მიმოქცევაში არსებული საგადახდო საკრედიტო ბარათების 39%-ი VISA-ს საკრედიტო ბარათებზე მოდის, ხოლო 13%-ი Mastercard-ზე. ივლისის სტატისტიკით ამ ბაზარზე AMEX-ის წილი 21%-ია.
ივლისის მდგომარეობით ქვეყანაში ქვეყანაში აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 761 484 ერთეული შეადგინა.
სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ივლისის ბოლოსთვის VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 299 481 ერთეულს შეადგენდა, AMEX-ის 156 935 ერთეულს, ხოლო Mastercard-ის 99 642 ერთეულს.
761 484 ერთეული საკრედიტო ბარათი სხვა საგადახდო სისტემების კუთვნილებაა.
თუ VISA-სა და Mastercard-ის ბაზრის წილს საკრედიტო ბარათების მიმართულებით მიმოვიხილავთ სახეზეა, რომ 2025 წლის ივლისში 2024 წლის ივლისთან შედარებით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 19%-ითაა გაზრდილი, ხოლო Mastercard-ის 6%-ითა შემცირებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ ივლისში ივნისთან შედარებით მიმოქცევაში არსებული საკრედიტო ბარათების რაოდენობა თითქმის 1%-ითაა გაზრდილი, ხოლო 2024 წლის ივლისთან შედარებით 8%-იანი ზრდაა.