ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1625 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7301 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7301 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7306 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1625 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1238 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0387 ლარი შეადგინა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
16.07.2025.17:39
დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლატს, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა.
ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივ და რეგიონულ პროექტებში პარტნიორობის მნიშვნელობას.
მინისტრებმა ისაუბრეს მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და პროექტებზე საგზაო და სარკინიგზო დაკავშირებადობის, ენერგეტიკული პოტენციალისა და ენერგოუსაფრთხოების, გადაზიდვებისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
საუბარი, შეეხო საბაჟო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, საბაჟო-გამშვები პუნქტების მართვის მიმართულებით.
თავის მხრივ, თურქეთის დელეგაციის მხრიდან აღინიშნა საქართველოს როლი, როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში. თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა აღნიშნული პარტნიორობის განმტკიცების მზაობა გამოთქვა.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, შემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი (დაჩი) ბერაია, სტუმრების მხრიდან - თურქეთის ვაჭრობის სამინისტროსა და საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელები, ასევე თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი.