ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1203 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7318 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7318 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7320 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1203 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.1087 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0116 ლარი შეადგინა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
06.06.2025.19:00
მაისში სახაზინო ფასიანი ქაღალდების ჯამურმა გამოშვების მოცულობამ 275.78 მლნ ლარი შეადგინა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის მაისში ჩატარდა 6 გამოშვებისა და 1 გაცვლის აუქციონი. გამოშვებული სახაზინო ფასიანი ქაღალდების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა კი 8.93% შეადგინა. სულ გამოშვებულ იქნა 6 და 12 თვის ვადიანობისა და 3, 5, 7 და 11 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები. დაიფარა 451.25 მლნ ლარის მოცულობის სახაზინო ვალდებულებები.
2025 წლის 31 მაისისათვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელის 42.8% ფორმირებულია იმ ფასიანი ქაღალდებით, რომელთა დაფარვის ვადა დგება მომავალი 1-3 წლის განმავლობაში. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელში ასევე დიდი წილი უკავია 3-5 წლის ვადიანობის მქონე ობლიგაციებს (დაახლოებით 26.6%).
მოთხოვნის კოეფიციენტი გასული თვის მაჩვენებელთან (აპრილი 1.89) შედარებით გაიზარდა და 1.98 შეადგინა.
მაისში სახაზინო ფასიანი ქაღალდების დარჩენილი საშუალო შეწონილი ვადიანობა გაიზარდა და 3.74 წელი შეადგინა (აპრილი 3.6 წელი)