ლარის კურსი დოლართან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1681 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6981 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6981 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6985 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1681 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1640 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0041 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
აშშ-დან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება - ნოემბერში აშშ-დან ფულადი ტრანსფერები წლიურად 15.5%-ით გაიზარდა
15.12.2025.17:17
2025 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 298.4 მლნ აშშ დოლარი (807.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.9%-ით (31.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. წლის დასაწყისიდან 11 თვეში გადმორიცხულია 3,308.5 მლნ აშშ დოლარი. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 45.5%-ს შეადგენს, შესაბამისი 135.8 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 14.2%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.
ამასთან, აშშ-დან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ, ნოემბერში აშშ-დან 15.5%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 57.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2025 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 36.8 მლნ აშშ დოლარი (99.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2024 წლის ნოემბრის (33.3 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.3% მეტია.