ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1400 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7020 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7020 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7029 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1400 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1248 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0152 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
სებ-მა საფინანსო სექტორში მოღვაწე 20 სუბიექტი დააჯარიმა
11.12.2025.16:34
სებ-მა 20 ბიზნეს სუბიექტი დააჯარიმა. როგორც ეროვნული ბანკის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა დაჯარიმებულთა შორის არიან: ვალუტის გადამცვლელი პუნქტები - შპს "ტიფლისი", შპს "თეთრი", შპს "კარგი დღე", შპს "ბიტკროსს", შპს "გიგა 1974", შპს "ფავორიტი-54", შპს "პეიფაი", შპს "ემ ენდ ემ“, შპს "ნუკი“.
ასევე ფულადი ჯარიმებია დაკისტრებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის ინდივიდუალური მეწარმე "ინდივიდუალური მეწარმე თამარ ფატლაძის", ინდივიდუალური მეწარმე "ალბერტ აკოფიანის", ინდივიდუალური მეწარმე "მამუკა მარიამიძის", ინდივიდუალური მეწარმე "თამარა აბაშიძის“, ინდივიდუალური მეწარმე "მიხეილ ფიფიას" , ინდივიდუალური მეწარმე "ანა ქულუსაშვილის" მიმართ.
სებ-მა დააჯარიმა ასევე სესხის გამცემი სუბიექტები: სს "იბა ჯეო", შპს "საქართველოს აღსრულების სამსახური" და შპს "საფინანსო პლიუსი".
მარეგულირების მხრიდან დაჯარიმებულია ასევე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი შპს "პეიფაი".
იმ კომპანიების თუ ინდ.მეწარმეების ჩამონათვალში, რომელთაც სებ-მა ფულადი ჯარიმა დაუწესა, ასევე არიან: სს "ფიუჩერ ლაბორატორი ვენჩერს" და სს "ქაფითალ ქრაფთ“.