ლარის კურსი დოლართან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1910 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7227 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7227 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7236 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1910 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1882 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0028
ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის როლი სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში ძალიან აქტიურია - არჩილ გაჩეჩილაძე
16.03.2026.11:19
საქართველოს ბანკის როლი სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში ძალიან აქტიურია, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაციაზე გააკეთა. მისი თქმით, ბანკი ყველანაირად ცდილობს, რომ ინდუსტრიაში ბიზნესებს მხარში დაუდგეს და მათთან ითანამშრომლოს.
„დღეს ძალიან სასიხარულო მომენტია, ვინაიდან ეს მუშაობა, რომელიც ერთობლივად გაიმართა Galt & Taggart-ის, რომელიც ჩვენი შვილობილი ორგანიზაციაა, როგორც მოგეხსენებათ, და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების მიმართულებებით, მათ შორის სააგენტოებთან, მთლიანობაში ითარგმნა იმ ანალიტიკაში, რომელიც იქნება წარმოდგენილი დღეს.
საქართველოს ბანკის როლი ამ ინდუსტრიაში ძალიან აქტიურია. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ამ ინდუსტრიაში მოქმედ პირებს, ბიზნესებს მხარში დავუდგეთ და ვითანამშრომლოთ იმისთვის, რომ განავითარონ და გააფართოვონ საკუთარი წარმოება.
სოფლის მეურნეობაში მართლაც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დიდი პოზიტიური ძვრები არის და ამას სჭირდება კიდევ უფრო განვითარება და, ასე ვთქვათ, ამ ტრაექტორიაზე სვლის გაგრძელება.
ჩვენი როლი ამ მიმართულებით იქნება, რომ გავაგრძელებთ ანალიტიკის დამუშავებას და წარდგენას საზოგადოებისადმი და ამ სექტორში მოღვაწე ყველა ბიზნესისათვის და სახელმწიფოსთვის, ვინაიდან ესეთი ტიპის ანალიტიკა მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილებების მიღებისთვის“, - აღნიშნა არჩილ გაჩეჩილაძემ.