ლარის კურსი დოლართან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1599 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7252 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7252 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7260 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1599 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1254 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0345 ლარი შეადგინა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
25.06.2025.13:00
ოქროს ფასებმა (XAU/USD) აღმასვლა მოახერხა და ამჟამად შედარებით სტაბილურ დიაპაზონში ვაჭრობს – დაახლოებით 3,380 დოლარის დონეზე. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული. ირკვევა, რომ მცირე აღმასვლა, რომელიც აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებებიდან წამოსულმა დადებითმა სიგნალებმა გამოიწვია, სწრაფად ჩაცხრა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცალმხრივი ტარიფების ახალი მუქარებით სავაჭრო დაძაბულობა გაახალა და რისკის მიმართ ინვესტორთა განწყობა დაასუსტა.
ლონდონში დიპლომატიური პროგრესის ფონზე აღმოცენებული ოპტიმიზმი სწრაფად დაჩრდილა ადმინისტრაციის აგრესიულმა რიტორიკამ, რაც კვლავ გააცოცხლა შეშფოთება სავაჭრო დაპირისპირების შესაძლო გაღრმავებაზე.
„ამავე დროს, ახლო აღმოსავლეთში მზარდი გეოპოლიტიკური რისკები განაგრძობს ოქროს მიმზიდველობის მხარდაჭერას, როგორც დამცავი აქტივისა. ვაშინგტონის გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაიყვანოს პერსონალი ბაღდადში მდებარე საელჩოდან რეგიონში მომატებული დაძაბულობის ფონზე, ასევე რუსეთის მიერ განახლებული სამხედრო აქტივობა–მათ შორის ხარკოვზე განხორციელებული დრონების შეტევა გლობალურ ბაზრებს კიდევ უფრო დაძაბულ მდგომარეობაში ამყოფებს. ეს მოვლენები ამყარებს ოქროს სტატუსს, როგორც თავშესაფრის აქტივს და ხელს უწყობს ფასების შენარჩუნებას უფრო ფართო ბაზრის არასტაბილურობის მიუხედავად,
ცენტრალური ბანკების აქტივობაც კვლავ რჩება სტრუქტურული მოთხოვნის მნიშვნელოვან მამოძრავებლად. მსოფლიო ოქროს საბჭოს უახლესი მონაცემების მიხედვით, გლობალური ოფიციალური სექტორის წმინდა შესყიდვებმა აპრილში 12 ტონა შეადგინა – რაც მარტთან შედარებით 12%-ით ნაკლებია და მკვეთრად ჩამორჩება ბოლო 12 თვის საშუალო მაჩვენებელს, რომელიც 28 ტონას შეადგენს. ეს ზედიზედ მეორე თვეა, როდესაც შენაძენების მასშტაბი მცირდება. მიუხედავად შენელებისა, რაც ნაწილობრივ უკავშირდება ფასების მაღალ დონეს, ცენტრალური ბანკები კვლავ რჩებიან წმინდა მყიდველებად, რაც რეზერვების დივერსიფიკაციის მდგრად ტენდენციაზე მიუთითებს.
სამომავლოდ, მიუხედავად შესყიდვების ტემპის შემცირებისა, მაკროეკონომიკური გარემო– რომელიც ხასიათდება ინფლაციის გაზრდილი რისკებით, გეოპოლიტიკური ფრაგმენტაციით და აშშ დოლარზე დამოკიდებულების შემცირების მცდელობებით – მიანიშნებს, რომ ცენტრალური ბანკების მხრიდან მხარდაჭერა ოქროს მიმართ გაგრძელდება. გლობალური გაურკვევლობის ზრდასთან ერთად, ოქროს სტრატეგიული როლი ცენტრალური ბანკების რეზერვულ პორტფელებში, სავარაუდოდ, კვლავ მტკიცედ შენარჩუნდება“, - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაში.