ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0438 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7576 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7576 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7599 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0023 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0438 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.0569 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0131 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
ნოემბერში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის ფაქტობრივმა მაჩვენებელმა გეგმას 3.4%-ით გადააჭარბა - ფინანსთა სამინისტრო
10.12.2025.11:00
2025 წლის ნოემბერში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის ფაქტობრივმა მაჩვენებელმა შეადგინა 2,091.0 მლნ ლარი, რაც დაგეგმილ მაჩვენებელს 3.4%-ით აღემატება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზეა გათავსებული.
2025 წლის ოქტომბერში, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები წლიურად გაიზარდა 14.2 პროცენტით, ხოლო
ხარჯები გაიზარდა 22.5 პროცენტით.
სამინისტროს ცნობით, ნაერთი ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ, რაც წარმოადგენს მთავრობის დანაზოგს,
შეადგინა 262.8 მლნ ლარი, ხოლო მთლიანი სალდო კი განისაზღვრა-35.7 მლნ ლარით.
2025 წლის ოქტომბერში, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის წლიურ ზრდაზე მნიშვნელოვანი. დადებითი გავლენა იქონიეს აქციზიდან, დღგ-დან და საშემოსავლო გადასახადებიდან მიღებულმა შემოსავლებმა, რომელთა პროცენტულმა კონტრიბუციამ მთლიან ზრდაში შესაბამისად შეადგინა 2.9%, 3.4% და 5.5%