ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1202 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7315 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7315 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7318 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1202 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.1203 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0001 ლარი შეადგინა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
06.06.2025.19:00
მაისში სახაზინო ფასიანი ქაღალდების ჯამურმა გამოშვების მოცულობამ 275.78 მლნ ლარი შეადგინა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის მაისში ჩატარდა 6 გამოშვებისა და 1 გაცვლის აუქციონი. გამოშვებული სახაზინო ფასიანი ქაღალდების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა კი 8.93% შეადგინა. სულ გამოშვებულ იქნა 6 და 12 თვის ვადიანობისა და 3, 5, 7 და 11 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები. დაიფარა 451.25 მლნ ლარის მოცულობის სახაზინო ვალდებულებები.
2025 წლის 31 მაისისათვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელის 42.8% ფორმირებულია იმ ფასიანი ქაღალდებით, რომელთა დაფარვის ვადა დგება მომავალი 1-3 წლის განმავლობაში. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელში ასევე დიდი წილი უკავია 3-5 წლის ვადიანობის მქონე ობლიგაციებს (დაახლოებით 26.6%).
მოთხოვნის კოეფიციენტი გასული თვის მაჩვენებელთან (აპრილი 1.89) შედარებით გაიზარდა და 1.98 შეადგინა.
მაისში სახაზინო ფასიანი ქაღალდების დარჩენილი საშუალო შეწონილი ვადიანობა გაიზარდა და 3.74 წელი შეადგინა (აპრილი 3.6 წელი)