ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1105 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7473 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7473 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7477 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1105 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.1167 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0062 ლარი შეადგინა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
06.05.2025.17:27
საქართველოს ბანკი PLUS მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს. PLUS ბარათის მფლობელებისთვის PLUS ქულების დაგროვება სულაც არ არის ერთადერთი პრივილეგია – ეს მხოლოდ ნაწილია იმ შეთავაზებების, გათამაშებებისა თუ ფასდაკლებების ჩამონათვალში, რომლებიც თქვენს ყოველდღიურ საყიდლებს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.
საქართველოს ბანკის PLUS ბარათის გათამაშება 7 აპრილს დაიწყო და 1 ივნისამდე გრძელდება. გათამაშების ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი გადახდისას 100, 1 000 ან 10 000 ლარი მოიგონ.
გათამაშებას უკვე 1500-ზე მეტი გამარჯვებული ჰყავს. ერთ-ერთი მათგანი PLUS ბარათის ახალგაზრდა მომხმარებელი – რეზო გოგატიშვილია, რომელიც 10 000 ლარით დასაჩუქრდა.
18 წლის რეზო ფოთში მებაღედ მუშაობს და სწორედ ამ პარკის მახლობლად, ხშირად უწევს სასურსათო მაღაზიაში სიარული. რამდენიმე დღის წინ, კი ერთ-ერთი შენაძენის დროს, სრულიად მოულოდნელად გაიგო რომ გამარჯვებული გახდა.
„გათამაშების შესახებ ვიცოდი, შეტყობინება მომივიდა რამდენიმე დღით ადრე, თუმცა ყურადღება მაინცდამაინც არ მიმიქცევია, რადგან ცხოვრებაში არასდროს არაფერი მომიგია და თავი ძალიან უიღბლოც კი მეგონა. გამარჯვება ძალიან მოულოდნელი იყო, რომ დამირეკეს თავიდან არც დავიჯერე, ხუმრობა მეგონა. PLUS ბარათი ერთი წლის წინ ავიღე. ვიცოდი, ქულების დაგროვებისა და სხვა შეთავაზებების შესახებ, თუმცა დიდად არ ვყოფილვარ ჩართული. წარმოდგენა იმის შესახებ, რომ რაღაცები შეუძლებელია, ნამდვილად დაიმსხვრა და სამომავლოდ ვაპირებ უფრო აქტიურად ვადევნო თვალი სხვადასხვა შეთავაზებებსა თუ გათამაშებებს”, - ამბობს რეზო.
ინფორმაციისთვის, გათამაშებაში მონაწილეობა ყველას შეუძლია. არ აქვს მნიშვნელობა, რა რაოდენობის თანხას გადაიხდით ან რომელ მაღაზიაში, ნებისმიერ შემთხვევაში შეძლებთ გათამაშებაში მონაწილეობას. გადახდისას აუცილებელია გამოიყენოთ PLUS ბარათი.
დამატებითი უპირატესობაა ისიც, რომ გათამაშების პარალელურად მომხმარებლებს PLUS ქულების დაგროვების შესაძლებლობა აქვთ და მათი გადაცვლა სამომავლოდ სასურველ ნივთებსა თუ მომსახურებაში შეუძლიათ.
შეუკვეთეთ PLUS ბარათი და ჩაერთეთ გათამაშებაში
გათამაშება 1 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, შესაბამისად, წინ მთელი თვეა. არ დაკარგოთ დრო, აიღეთ PLUS ბარათი, ჩაერთეთ გათამაშებაში და დაელოდეთ შეთავაზებებსა და ფასდაკლებებს.
PLUS ბარათის აღებას ძალიან მარტივად, მის აღებას საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში შეძლებთ. ბარათის ელექტრონული ვერსიას კი სულ რამდენიმე წუთში, მობილ ბანკში გაიაქტიურებთ.