ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1204 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7052 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7052 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7056 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1204 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1223 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0019 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
საქართველოს საბანკო სექტორი სტაბილური და მდგრადია, რაც ფინანსური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საფუძველია - პაატა კვიჟინაძე
25.11.2025.17:40
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას მიმართვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ დადებითად შეაფასა. ნათია თურნავამ საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას მთავარი აქცენტი ქვეყნის მაკროეკონომიკურ გარემოზე, საბანკო სექტორის მდგრადობასა და ეროვნული ბანკის პოლიტიკის ეფექტიანობაზე გააკეთა.
პაატა კვიჟინაძემ თავის მხრივ აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა არსებული ეკონომიკური სიტუაცია, შესაძლო რისკები, მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მიღწეული შედეგები ამომწურავად წარმოადგინა.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს საბანკო სექტორი სტაბილური და მდგრადია, რაც ფინანსური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საფუძველია. კვიჟინაძემ ხაზი გაუსვა ლარის სიმყარ FortKnight ისა და მაღალი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მნიშვნელობას.
„საბანკო სექტორი არის სტაბილური, ლარის კურსი კი მყარი. წელს ეროვნულმა ბანკმა 1.8 მილიარდი დოლარი შეისყიდა და საერთაშორისო რეზერვებმა 5.6 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია,“ განაცხადა კვიჟინაძემ.
მანვე, ინფლაციის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ ეროვნული ბანკი მიზნობრივ მაჩვენებელს შეინარჩუნებს. კვიჟინაძის თქმით, ინფლაცია წინა წლებში უფრო დაბალი იყო, წელს კი ოდნავ გაიზარდა, თუმცა პროგნოზის მიხედვით გაზაფხულისთვის შემცირდება და წლის ბოლოს მიზნობრივ 3%-ს მიაღწევს.
კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოხსენებას მხარი დაუჭირა და პარლამენტის წევრებსაც იმავე გადაწყვეტილებისკენ მოუწოდა. მისი შეფასებით, წარმოდგენილი ანალიზი სანდო, რეალისტური და მაღალპროფესიული იყო, რაც ქვეყნის სტაბილური განვითარების და პროგრესის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.
მან ასევე დადებითად შეაფასა ეროვნული ბანკის კომუნიკაციისა და წინასწარი ანალიზის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობა, რაც ზრდის მონეტარული პოლიტიკის სანდოობას და ხელს უწყობს პროგნოზირებად ეკონომიკურ გარემოს.
საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად აგრძელებს გამჭვირვალე კომუნიკაციას, მონეტარული პოლიტიკის ეფექტიან მართვასა და იმ ნაბიჯების გეგმიურ განხორციელებას, რომლებიც მიზნად ისახავს ფასების სტაბილურობის დაცვასა და ეკონომიკის მდგრად განვითარებას.