ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1127 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7102 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7102 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს 2.7109 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1127 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1197 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.007 ლარი შეადგინა.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ბანკი ახალგაზრდა პროფესინალებისთვის ქმნის შესაძლებლობებს დასაქმებისა და სტაჟირებისთვის
სხვა სიახლეები
ყოველთვის ფრთხილი მიდგომით ვიღებთ შერბილების გადაწყვეტილებებს - თამთა სოფრომაძე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე
05.11.2025.18:37
ცენტრალური ბანკებისთვის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი გადაწყვეტილების მიღებისას არის მაკროეკონომიკური პროგნოზი, როგორ ხედავენ, მომავალში რა დონეზე იქნება ინფლაცია და ამის საპირწონედ იღებენ დღეს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა თამთა სოფრომაძემ განაცხადა, კითხვის პასუხად, რომელიც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის განსაზღვრისას საერთაშორისო პრაქტიკებს შეეხებოდა.
„ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის პირობებში, როდესაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არის მთავარი ინსტრუმენტი, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ხდება ამ ინსტრუმენტით საბოლოოდ ეკონომიკურ მაჩვენებელზე, მთლიან მოთხოვნაზე და ინფლაციაზე გადაცემა. თავისთავად, ეს დროში მყისიერად არ ხდება ანუ, დღეს თუ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, ეს ხვალვე არ აისახება - ამას დრო სჭირდება.
რადგანაც ამას დრო სჭირდება, შესაბამისად, ამ რეჟიმის პირობებში ცენტრალური ბანკებისთვის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი გადაწყვეტილების მიღებისას არის მაკროეკონომიკური პროგნოზი, როგორ ხედავენ, მომავალში რა იქნება ინფლაცია, და ამის საპირწონედ იღებენ დღეს გადაწყვეტილებას.
თუმცა აქ საინტერესოა ერთი მომენტი, თუ აქამდე ცენტრალური ბანკები, ძირითადად კოვიდის კრიზისამდე, ჰქონდათ ერთი ე.წ. საბაზო ცენტრალური სცენარი და სწორედ ამ სცენარიდან გამომდინარე მოქმედებდნენ, ყოველთვის აცხადებდნენ, რომ მათი პროგნოზით დიდი ალბათობით ეს სცენარი განვითარდებოდა.
თუმცა, შემდეგ დადგა 2020 წელი კოვიდის კრიზისი. მერე ეს კრიზისი მოსალოდნელზე მეტად გახანგრძლივდა, რამაც პოსტპანდემიურ პერიოდშიც გარკვეული დისბალანსი გამოიწვია საერთაშორისო ბაზრებზე. ამას დაემატა გეოპოლიტიკური კრიზისები და ყოველწლიურად ჩნდებოდა ახალი, მოულოდნელი ეკონომიკური შოკები. ამან მსოფლიო ეკონომიკა მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ მხოლოდ ერთი, საბაზო სცენარიდან გადაწყვეტილების მიღება აღარ არის ოპტიმალური. შესაბამისად, უფრო აქტუალური გახდა სცენარებზე და რისკების მართვაზე დაფუძნებული მიდგომა.
საერთაშორისო კონფერენციებზე წამყვანი ეკონომისტები უკვე ბოლო ორი წელია აქტიურად საუბრობენ, რომ არა მხოლოდ ერთ სცენარზე, არამედ რისკების ანალიზზე დაფუძნებულადაც უნდა მიიღოს ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვეტილება.
აქ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ამ მიდგომაზე ოფიციალურად 2025 წლის დასაწყისიდან გადავიდა და ერთ-ერთი ლიდერი ბანკი გახდა. მას შემდეგ, რაც ჩვენ გადავედით ამ მიდგომაზე, რამდენიმე წამყვანმა ცენტრალურმა ბანკმაც დაიწყო მსგავს პრაქტიკაზე გადასვლა 2025 წლის განმავლობაში.
თუმცა აღსანიშნავია, რომ მართალია, ჩვენ 2025 წლის დასაწყისიდან ამ მიდგომაზე ოფიციალურად გადავედით, მანამდეც - 2023–2024 წლებში გადაწყვეტილების მიღებისას სწორედ ამ პრინციპს ვეყრდნობოდით. ანუ, განვიხილავდით არა მხოლოდ საბაზო სცენარს, არამედ რისკების ანალიზსაც, და აქედან გამომდინარე ვიღებდით გადაწყვეტილებას.
იმის გამო, რომ საკმაოდ მაღალი იყო ინფლაციური რისკები და გვქონდა მოლოდინი, შესაძლებელი იყო სცენარი, როცა ინფლაციას გარკვეული ერთჯერადი ფაქტორების გამო გადააჭარბა სამიზნე მაჩვენებლისთვის, მაინც უფრო ფრთხილი მიდგომა ავირჩიეთ. მაგალითად, 2024 წელს, მიუხედავად იმისა, რომ საშუალო ინფლაცია 1.1% იყო, განაკვეთი 8%-ზე შევინარჩუნეთ.
ყოველთვის ფრთხილი მიდგომით მივყვებოდით ამ შერბილების გადაწყვეტილებებს, რადგან ვხედავდით, რომ ინფლაციური რისკები იყო საკმაოდ მაღალი. ამ პრინციპს კვლავ მივყვებით.
სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენს პრესრელიზში ცალსახად იყო აღნიშნული, რომ ვაკვირდებით მოვლენებს. დღევანდელი მდგომარეობით ვხედავთ, რომ ფუნდამენტური ინფლაციური პროცესები სტაბილურია, ხოლო გარკვეული ერთჯერადი ფაქტორები იწვევს მაღალ ინფლაციას, რაც არათანაბარ პირობებში არ უნდა გახანგრძლივდეს და მეორე რაუნდის ეფექტებში არ უნდა გადაიზარდოს.
თუმცა მაინც რისკად აღვიქვამთ იმ ფაქტს, რომ დღეს ინფლაცია შედარებით მაღალია. თუ დავინახავთ, რომ ეს უკვე ფუნდამენტურ პროცესებში გადადის, ჩვენ აქტიურად მოვახდენთ რეაგირებას და გამოვიყენებთ ყველა რესურსს იმისათვის, რომ საქართველოში ფასების სტაბილურობა შენარჩუნდეს, რაც გულისხმობს იმას, რომ ინფლაცია იქნება 3%-თან ახლოს,“ – განაცხადა თამთა სოფრომაძემ.