ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1394 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6936 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6936 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6971 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0035 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი3.1394 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1397 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0003 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
05.09.2025.19:00
2025 წლის აგვისტოში ჩატარდა 6 გამოშვებისა და 1 გაცვლის აუქციონი. სახაზინო ფასიანი ქაღალდების ჯამურმა გამოშვების მოცულობამ შეადგინა 233.1 მლნ ლარი, საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 9.141% შეადგინა.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში გამოშვებულ იქნა 6 და 12 თვის ვადიანობისა და 4, 6, 9 და 11 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები. დაიფარა 110 მლნ ლარის მოცულობის სახაზინო ვალდებულებები.
2025 წლის 31 აგვისტოსათვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელის 41.6% ფორმირებულია იმ ფასიანი ქაღალდებით, რომელთა დაფარვის ვადა დგება მომავალი 1-3 წლის განმავლობაში. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელში ასევე დიდი წილი უკავია 3-5 წლის ვადიანობის მქონე ობლიგაციებს (დაახლოებით 25%).
მოთხოვნის კოეფიციენტი გასული თვის მაჩვენებელთან (ივლისი 2.11) შედარებით უმნიშვნელოდ შემცირდა და 2.1 შეადგინა.
აგვისტოში სახაზინო ფასიანი ქაღალდების დარჩენილი საშუალო შეწონილი ვადიანობა უცვლელია და 3.73 წელზეა შენარჩუნებული.