მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7040.5
-0.0624
flag
AZN 1.5888
-0.0143
flag
CNY 37.626
-0.0391
flag
EUR 3.1553
-0.0317
flag
GBP 3.6607
-0.0427
flag
KZT 49.86
-0.008
flag
TRY 0.066
-0.0008
flag
USD 2.701
-0.0253

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

news image

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1553 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7010 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7010 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7263  ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0253 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი  3.1553 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1870 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0317 ლარი შეადგინა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image საქართველო A დივიზიონში რჩება | U16 ნაკრების წარმატება - საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

15.08.2025.18:21

საქართველოს U16 საკალათბურთო ნაკრებმა ისრაელელი თანატოლები ანგარიშით 66:70 დაამარცხა და ევროპის ელიტარულ 16 ნაკრებში ადგილი კვლავ შეინარჩუნა. ისრაელის დამარცხების შედეგად, ჩვენი ნაკრები, ზედიზედ მესამედ, A დივიზიონში იასპარეზებს.

ჯგუფურ ეტაპზე, ქართველ კალათბურთელებს ურთულეს მეტოქეებთან - გერმანიასთან, სერბეთთან და ესპანეთთან მოუწიათ პაექრობა, მერვედფინალში კი D ჯგუფის გამარჯვებულთან, ლატვიის ნაკრებთან ითამაშეს და სოლიდური სხვაობით დამარცხდნენ. ამის შემდეგ, საქართველოს U16 ნაკრები A დივიზიონში დასარჩენ ეტაპზე გადაერთო, სადაც ისრაელის ნაკრებთან გამარჯვება იზეიმა (66:70).

მთელი მატჩის მიმდინარეობისას, საქართველოს ნაკრები ისრაელელ თანატოლებზე უკეთესად თამაშობდა, რაც ანგარიშშიც იყო ასახული (14:22, 12:15, 17:15, 23:18). თუმცა ბოლო მეოთხედში, ისრაელმა "ქამბექის" შესრულება შეძლო და 5 ქულით დაწინაურდა, რამაც ჩვენს კალათბურთელებს ახალი ენერგია შთაბერა: ჯერ გავათანაბრეთ, შემდეგ კი საბა პატაშურისა და გიორგი გოგოლაშვილის უზუსტესი და უმნიშვნელოვანესი სროლებით, 5 ქულით წინ გავიჭერით, რამაც, ფაქტობრივად, მატჩის ბედი გადაწყვიტა.

ქართველი კალათბურთელების მხრიდან, ყველაზე მეტი ქულის მოგროვება ლუკა ფოჩხუამ შეძლო, რომლის ანგარიშზეც 14 ქულა და 6 მოხსნა იყო. მოხსნების რაოდენობით გამოირჩა სანდრო შერვაშიძე, რომელმაც ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო (11 ქულა, 10 მოხსნა).

9-12 ადგილებისთვის ბრძოლაში, საქართველო ტურნირზე ასპარეზობას აგრძელებს: წინ საბერძნეთის ნაკრები გველოდება და მისი დამარცხების შემთხვევაში, რუმინეთი v გერმანიის წყვილის გამარჯვებულს შევხვდებით: შეხვედრა მე-9 ადგილის მფლობელს გამოავლენს.

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს.  საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა