ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1282 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6942 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6942 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6948 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1282 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1381 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0099 ლარი შეადგინა.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩვენი მიზანია გავხდეთ საქართველოს წამყვანი სასტუმრო - Le Méridien Batumi-ს ახალი გენერალური მენეჯერი
სხვა სიახლეები
„კრისტალი“ აგრძელებს განვითარებას და საკუთარი მისიის შესრულებას, რომელიც ორიენტირებულია მიკრო და მცირე მეწარმეებზე - არჩილ ბაკურაძე
13.02.2026.19:00
„კრისტალი“ აგრძელებს განვითარებას და საკუთარი მისიის შესრულებას, რომელიც ორიენტირებულია მიკრო და მცირე მეწარმეებზე - ამის შესახებ მიკრობანკ „კრისტალის“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა არჩილ ბაკურაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა.
მისივე თქმით, იგი მიკრობანკის ოპერირებას 2025 წელს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ „კრისტალის“ ძალისხმევა მთლიანად მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე.
„კრისტალმა ზუსტად ერთი წლის წინ მიიღო მიკრობანკის ლიცენზია და აქტიურად ავითარებს საქმიანობას. 2025 წელი კარგი წელი იყო და ველოდებით, რომ ბანკი გააგრძელებს განვითარებას და საკუთარი მისიის შესრულებას, რომელიც ორიენტირებულია მიკრო და მცირე მეწარმეებზე.
ამ კუთხით, ჩემი აზრით, ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ეს ახალი სექტორია და მრავალი გამოწვევა არსებობს. მიუხედავად ამისა, ეკონომიკური განვითარების და არსებული ტემპის შენარჩუნების საფუძველთა საფუძველი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაა. ვიცი, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს დონეზე დიდი ძალისხმევა იხარჯება.
ჩვენი სტრატეგია მიმართულია იმისკენ, რომ „კრისტალმა“ მოემსახუროს ამ სექტორს, განსაკუთრებით რეგიონებში, რადგან ქვეყანა მხოლოდ ერთი ან ორი ქალაქით ვერ განვითარდება. შესაბამისად, ჩემი აზრით, „კრისტალის“ მისია ძალიან მნიშვნელოვანია და მე, როგორც დამფუძნებელსა და აქციონერს, მიმაჩნია, რომ „კრისტალი“ სწორედ ამ მიზნისთვის არსებობს“, - აცხადებს არჩილ ბაკურაძე, კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.