ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1553 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7283 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7283 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7288 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1553 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1602 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0049 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
17.06.2025.19:00
მაისში ყველაზე მეტ ფულად გზავნილს სისტემა RIA მოემსახურა. საანგარიშო პერიოდში RIA-ს გამოყენებით ქვეყანაში სისტემები 75,291.2 ათასი აშშ დოლარი ჩაირიცხა, რაც მთლიანი ჩარიცხვების 24%-ია.
მეორე ადგილზე Western Union-ი. სისტემა 1 თვეში საქართველოს მიმართულებით ჩარიცხვებით 71,631.4 ათას აშშ დოლარს მოემსახურა.
TOP 5 ფულადი გზავნილების სისტემები მიღებული თანხის მიხედვით
2025 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 317.42 მლნ აშშ დოლარი (870.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.6%-ით (33.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.5% იმ 27 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მაისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 27 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 96.7% მოდიოდა.