ლარი არამხოლოდ ჩვენი ძლიერი, დამოუკიდებელი ეკონომიკური განვითარების სიმბოლოა, არამედ სანდო დაზოგვის საშუალებადაც იქცა - ნათია თურნავა
ლარი არის არამხოლოდ ჩვენი ძლიერი, დამოუკიდებელი ეკონომიკური განვითარების სიმბოლო, არამედ ის სანდო დაზოგვის საშუალებადაც იქცა, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, ამ ყველაფერზე ლარიზაციის მაჩვენებელი მეტყველებს..
„წლევანდელი წელი განსაკუთრებულია იმიტომ, რომ ლარს შეუსრულდა 30 წელი ასე ვთქვათ ბრუნვაში გაშვებიდან და ჩვენ ვისარგებლეთ ამითი და კიდევ ერთხელ ერთმანეთს შევახსენეთ ლარის ისტორია საიდან დავიწყეთ, სად მოვედით და რა მიღწევები გვაქვს. მართლაც ლარი არის არამხოლოდ ჩვენი ძლიერი, დამოუკიდებელი ეკონომიკური განვითარების სიმბოლო, არამედ სანდო დაზოგვის საშუალებადაც იქცა. ამაზე მეტყველებს თუნდაც ლარიზაციის მაჩვენებელი. დეპოზიტები თუ წლების წინ, 15 წლის წინ, სულ 20% იყო პირობითად ლარში დანაზოგი და კომპანიები და მოსახლეობა ძირითადად სხვა ვალუტებში, დოლარსა და ევროში ინახავდა დეპოზიტებს, დღეს 50%-ზე მეტია ლარში დანაზოგი. პირობებიც საკმაოდ მიმზიდველია და ეს სწორედაც იმაზე მეტყველებს, რომ ლარი იქცა ძალიან სანდო დაზოგვის საშუალებად. ახლა ამ ბოლო დროს ჩვენ ვუყურებთ, რომ ინვესტირების საშუალებადაც იქცევა, არამარტო ჩვენთვის ქართველებისთვის, არამედ საერთაშორისო საფინანსო საფინანსო ინსტიტუტები, უცხოური ორგანიზაციებიც ინტერესს გამოხატავენ და რომ ლარში სხვადასხვა დენომინირებული ფინანსური ინსტრუმენტი გამოუშვან. ამიტომ ჩვენ წელსაც მივუძღვენით რამდენიმე საერთაშორისო და ასევე ადგილობრივი ფორმატის ღონისძიება ლარს და ვისარგებლეთ ამ შემთხვევით და ყველგან ვსაუბრობდით მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე, რადგანაც ლარი ცალკე აღებული ვერ იქნება სტაბილური და სანდო ვალუტა თუ არა მთლიანი კეთილსაიმედო მაკროეკონომიკური მდგომარეობა“,- განაცხადა ნათია თურნავამ.
სხვა სიახლეები
06.10.2025.17:31
მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.
ძირითადი ტენდენციები
ინფლაცია
საბანკო სექტორი
საგარეო სექტორი
გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.