მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.8
-0.0057
flag
AZN 1.5858
-0.003
flag
CNY 37.568
-0.0058
flag
EUR 3.1507
-0.0046
flag
GBP 3.6525
-0.0082
flag
KZT 50.02
0.0016
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6968
-0.0042

ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას წელს 220.1 მლნ ლარით მეტი ფინანსური რესურსი მოხმარდა - სამინისტრო

news image

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2023 წლის 9 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 108.2%-ით ანუ 176.1 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა.

სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა 2 318.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმაზე (2 142.1 მლნ ლარი) 176.1 მილიონი ლარით მეტია.

სამინისტრომ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 220.1 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსი მოახმარა, რაც, სამინისტროს არსებობის ისტორიაში, 9 თვის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებულმა უწყებებმაც 2023 წლის 9 თვის გეგმებს გადააჭარბეს და ქვეყნის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს: საავტომობილო გზების დეპარტამენტმა - 1 492.1 მილიონი ლარი (გეგმის 109%); სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა - 479.0 მილიონი ლარი (გეგმის 104%); შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ – 309.3 მილიონი ლარი (გეგმის 115%); შპს ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ – 30.0 მილიონი ლარი (გეგმის 102 %).

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

18.08.2025.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1507 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6968 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6968 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7010 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0042 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი  3.1507 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი  3.1553 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0046 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა