მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7053.6
-0.0049
flag
AZN 1.5927
-0.0005
flag
CNY 37.788
-0.007
flag
EUR 3.1783
-0.0042
flag
GBP 3.645
-0.0227
flag
KZT 49.68
-0.0019
flag
TRY 0.0668
-0.0001
flag
USD 2.7086
-0.0008

ყველაფერი, რაც მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაზე უნდა იცოდე

news image

ქალებისთვის, რომლებსაც სურთ, ბიზნესში საკუთარი ძალები გამოცადონ და იდეა ნაბიჯ-ნაბიჯ რეალობად აქციონ, “მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა” გრძელდება.

პროგრამა ბენეფიციარებს 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს და მას საქართველოს ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერითა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ჩართულობით ახორციელებს.

პროგრამის მე-11 ნაკადზე რეგისტრაცია  უკვე დაიწყო. მისი მთავარი ეტაპი — ინტენსიური სამდღიანი ვორკშოპი კი ამჯერად ქუთაისში, 5, 6 და 7 აგვისტოს ჩატარდება.

რატომ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა?

პროგრამა ბიზნესის შექმნით ან განვითარებით დაინტერესებული ქალებისთვის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ინიციატივაა. იგი ოთხ მთავარ ღირებულებაზე - ცოდნაზე, მხარდაჭერაზე, გამოცდილებასა და თანამშრომლობაზეა დაფუძნებული:

  1. გაიღრმავებ ცოდნას

პირველ რიგში, პროგრამაში ჩართული მეწარმეები შეძლებენ, სპეციალურად მათთვის შემუშავებული ონლაინ კურსები პლატფორმა businesscourse.ge-ზე გაიარონ, ბიზნესის საწყისი ეტაპებისთვის საჭირო ცოდნა მიიღონ და სერტიფიკატებიც მოიპოვონ.

გარდა ამისა, ინტენსიური ვორკშოპების მეშვეობით, ისინი როგორც გამოცდილ მენტორებს, ისე თანამოაზრე მეწარმე ქალებს უფრო ახლოს გაიცნობენ. ექსპერტები პროგრამის მონაწილეებს ცოდნას ბიზნესის მართვის, გაყიდვების, მარკეტინგის, ფინანსებისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების შესახებ გაუზიარებენ.

რაც მთავარია, ყველა მონაწილეს ექნება წვდომა დამატებით რესურსებსა და სხვადასხვა საინფორმაციო შეხვედრაზე, რაც კიდევ მათ უნარებსა და მოტივაციას უფრო განამტკიცებს.

  1. მიიღებ მხარდაჭერას

პროგრამის ერთ-ერთი ძლიერი მხარე სწორედ მხარდაჭერის მიმართულებაა — მონაწილეები ქოუჩინგისა და პროფესიული განვითარების კუთხით არამხოლოდ ჯგუფურ, არამედ ინდივიდუალურ კონსულტაციებსაც მიიღებენ. მეწარმის საჭიროებებზე მორგებული პრაქტიკული რჩევები კი თითოეულ მონაწილეს როგორც ბიზნესგანცხადებების მომზადებაში, ისე საკუთარი იდეების უკეთ ჩამოყალიბებასა და პიროვნული უნარების გაძლიერებაში ეხმარება.

  1. გაიღრმავებ გამოცდილებას

ცოდნის გარდა, პროგრამაში დიდი ყურადღება ექცევა პრაქტიკულ გამოცდილებას. მიღებული ცოდნის რეალურ ბიზნეს პროცესებში გადატანა პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ვორკშოპების წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, საგრანტო კონკურსში ჩაერთონ, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, ფინანსური მხარდაჭერა მიიღონ და იდეა რეალურ პროექტად აქციონ.

  1. ჩამოაყალიბებ თანამშრომლობის ქსელს      

პროექტში სანაცნობო წრის გაფართოებასა და კოლაბორაციას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. პროგრამა მონაწილეებს  აძლევს შესაძლებლობას, სხვა ქალი მეწარმეები გაიცნონ, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ და იდეები ერთად განავითარონ.

პროექტის შედეგები

პროგრამა 2022 წლიდან ხორციელდება და ამ დროის განმავლობაში გადამზადება 200-ზე მეტმა ქალმა მეწარმემ გაიარა. პროექტმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი და მეწარმეობის მრავალფეროვანი სფერო მოიცვა. მისი დახმარებით იდეები რეალურ, მდგრად და წარმატებულ საქმიანობადაც იქცა.

როგორ შეგიძლია ჩაერთო?

რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და განაცხადის შევსება საქართველოს ბანკის ვებგვერდზე შეგიძლია. არ გამოტოვო შანსი, გახდე ქალი მეწარმეების იმ ქსელის ნაწილი, რომელიც ცოდნას, მხარდაჭერას და რეალურ გამოცდილებას ეფუძნება.

ინფორმაციისთვის, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილია. ესაა ინიციატივა, რომელიც საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ღონისძიებებს, პრაქტიკულ რესურსებსა და სხვა მრავალ აქტივობას აერთიანებს, რაც ბიზნესებს ზრდასა და განვითარებაში უწყობს ხელს.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image საქართველოს ბანკის მობილბანკში City Mall-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათის შეძენა უკვე შესაძლებელია

25.07.2025.17:49

საქართველოს ბანკი  ციფრული არხების განვითარებას და სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას აგრძელებს. ამ  მიზნით მობილბანკს კიდევ ერთი მოსახერხებელი პროდუქტი დაემატა. ამჯერად, ეს მობილბანკში City Mall-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათების შეძენაა.

ციფრული სასაჩუქრე ბარათის გაგზავნა სასურველ ადრესატთან მობილბანკით, მომენტალურად, მხოლოდ მობილურის ნომრის მითითებითაა შესაძლებელი.  გარდა ამისა, შესაძლებელია სასაჩუქრე ბარათის პერსონალიზება და დიზაინის შერჩევა, მისალოც წერილთან ერთად.

City Mall-ის ციფრული ვაუჩერის, ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ადრესატს შესაძლებლობა აქვს, არა კონკრეტულ მაღაზიაში, არამედ, მთლიანად სავაჭრო ცენტრში იშოპინგოს და მრავალფეროვან არჩევანზე ჰქონდეს წვდომა. ვაუჩერის მფლობელს მისი გამოყენება როგორც City Mall საბურთალოს, ისე გლდანის ფილიალში შეუძლია.

„მოხარული ვართ, რომ მობილბანკში ციფრული სასაჩუქრე ბარათების მოდული კიდევ უფრო იზრდება. მომხმარებლებისთვის კომფორტული, სწრაფი და მრავალფეროვანი მომსახურების შეთავაზება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. City Mall-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათის დამატებით, ჩვენ მომხმარებლებს შესაძლებლობას ვაძლევთ, საყვარელი ადამიანებს მრავალფეროვანი არჩევანი  შესთავაზონ და ამით გაახარონ“, – აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

ცნობისთვის, შეძენილი სასაჩუქრე ბარათის დამატება ციფრულ საფულეში, ე.წ. Wallet-შია შესაძლებელი. მისი გაგზავნა კი შესაძლებელია ნებისმიერ ადამიანთან, იმისდა მიუხედავად, სარგებლობს თუ არა ადრესატი საქართველოს ბანკის მობილბანკით. სითი მოლის პარტნიორ მაღაზიებში სასურველი ნივთის საფასურის სასაჩუქრე ბარათით გადახდა კი Wallet-იდანვე იქნება შესაძლებელი.

გადმოწერე მობილბანკი და გააგზავნე ციფრული სასაჩუქრე ბარათები მარტივად.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა