მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7102.9
0.0106
flag
AZN 1.6031
0.0021
flag
CNY 38.017
0.0071
flag
EUR 3.187
-0.0039
flag
GBP 3.7034
0.0091
flag
KZT 50.66
0.0009
flag
TRY 0.0668
0
flag
USD 2.7263
0.0037

Kursi.ge სექტემბრიდან აპლიკაციას წარადგენს და მალე ახალ სერვისებს / ვალუტებს დაამატებს

news image

Kursi.ge - ვალუტის გაცვლის პირველი ონლაინ პლატფორმა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ საუკეთესო კურსით და დაზოგონ დრო.
როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში კომპანიის დამფუძნებელმა, ნინო კუპრაშვილმა განაცხადა, Kursi.ge უახლოეს მომავალში მობილურ აპლიკაციას წარადგენს და რამდენიმე ახალ სერვისსაც დაამატებს.

„ჩვენი აპლიკაცია ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმშია და სექტემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის. წლის ბოლომდე ვგეგმავთ ახალი სერვისების, დამატებითი ბანკებისა და ვალუტების ჩართვას,“ - აცხადებს ნინო კუპრაშვილი.
მისივე თქმით, პლატფორმას მალე დაემატება ახალი ვალუტები, მათ შორის თურქული ლირა, ჩინური იუანი და ბრიტანული ფუნტი.

კომპანიის მონაცემებით, ტრანზაქციებისა და კლიენტების რაოდენობა სტაბილურად მზარდია.

„გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. მხოლოდ მაისის მაჩვენებელთან შედარებით ტრანზაქციების ორჯერადი ზრდა ფიქსირდება. რეალურად ტრანზაქციები ყოველთვიურად მატულობს,“ - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

ტურისტული სეზონის პარალელურად პლატფორმაზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„თუ წინა თვეების განმავლობაში კერძო პირების ტრანზაქციებში ლარი დომინირებდა, ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად მომატებულია უცხოური ვალუტის ყიდვის წილი,“ - ამბობს ნინო კუპრაშვილი.
Kursi.ge-ზე თანხის კონვერტაციის ლიმიტი კერძო პირებისთვის 100 000 ლარია, ხოლო კომპანიებისთვის - 300 000 ლარი.

„კორპორატიული კლიენტებისთვის ლიმიტი 300 000 ლარს შეადგენს, ფიზიკური პირებისთვის კი - 100 000 ლარს. თანხის მაქსიმალური გადახურდავება სწორედ ამ ლიმიტებში ხორციელდება. ამ ეტაპზე გვყავს საკმაოდ მსხვილი კლიენტები — მათ შორის კოკა-კოლა, არქი და სხვა კომპანიები. ისინი უკვე სარგებლობენ ჩვენი პლატფორმის მომსახურებით. მიუხედავად იმისა, რომ 300 000-ლარიან ლიმიტს არ არღვევენ, ხშირად ახორციელებენ რამდენიმე ტრანზაქციას“, - განმარტავს კუპრაშვილი.
Kursi.ge-ს უკვე 60,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, მათ შორის 4,000-ზე მეტი იურიდიული პირია.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ლარის კურსი ევროსთან გამყარდა

14.08.2025.17:01

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1870 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7263 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7263 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7226  ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0037 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1870 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1909 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0039 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა