მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7070.3
-0.0023
flag
AZN 1.5876
-0.0002
flag
CNY 38.215
0.0001
flag
EUR 3.1398
-0.0033
flag
GBP 3.5933
-0.0058
flag
KZT 52.16
-0.0022
flag
TRY 0.0634
0
flag
USD 2.6995
-0.0001

კრისტალმა CEB-ისგან მიკრომეწარმეების მხარდასაჭერად 8 მილიონი ევროს სესხი მიიღო

news image

მიკრობანკმა “კრისტალმა” და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკმა (CEB) ხელი მოაწერეს 8 მილიონი ევროს სესხის ხელშეკრულებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მიკრომეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. მიღებული რესურსი ხელს შეუწყობს მეწარმეობის გაძლიერებას, მდგრად  ეკონომიკურ განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნას.  

ეს პირველი თანამშრომლობაა „კრისტალსა“ და CEB-ს შორის და ხაზს უსვამს მათ საერთო მიზანს – მხარი დაუჭირონ  ინკლუზიურ და მდგრად ეკონომიკურ განვითარებას საქართველოში. 

სესხი მოიცავს კრისტალის 50%-იან თანამონაწილეობას, რის შედეგადაც ქართველი მიკრომეწარმეების მხარდასაჭერად განკუთვნილი საერთო პორტფელი 16 მილიონ ევროს მიაღწევს. სესხის გარდა, ასევე გათვალისწინებულია CEB-ის ტექნიკური დახმარების კომპონენტი, რომელიც ხელს შეუწყობს “კრისტალის” ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და მისი გრძელვადიანი განვითარების მიზნების მიღწევას. 

როგორც კრისტალის გენერალური დირექტორი ილია რევია აღნიშნავს: „ჩვენთვის საამაყოა, რომ ევროპის საბჭოს განვითარების ბანკთან პირველი გარიგება შედგა. ეს პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს მნიშვნელოვანი ახალი რესურსები მივმართოთ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად, რომლებიც ჩვენი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ტექნიკური დახმარების კომპონენტიც, რომელიც გააძლიერებს “კრისტალის” ინსტიტუციურ შესაძლებლობებს და საშუალებას მოგვცემს, მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტი ღირებულება შევთავაზოთ.“ 

“გარიგება ხელს შეუწყობს უფრო ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკის შექმნას,” აღნიშნავს კრისტიან ტაბაქარუ, ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის საკრედიტო და სოციალური განვითარების დირექტორი. „მოხარულები ვართ, რომ მიკრობანკი კრისტალის გვერდიგვერდ, გავაძლიერებთ მიკრომეწარმეებს საქართველოში და შევქმნით ახალ შესაძლებლობებს ზრდისა და დასაქმებისთვის.“ 

მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ 

„კრისტალი“ საქართველოში დაფუძნებული წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც  სტაბილური ზრდითა და მყარი რეპუტაციით გამოირჩევა. 2025 წლის 12 თებერვალს კომპანიამ საქართველოს ეროვნულ ბანკისგან ოფიციალურად მიიღო მიკრობანკის ლიცენზია. 27-წლიანი გამოცდილებით, 571 მილიონ ლარზე მეტი სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1,000-ზე მეტი თანამშრომლითა და 100,000-ზე მეტი კლიენტით, “კრისტალი” განაგრძობს საქართველოს ფინანსურ სექტორში მოწინავე პოზიციის დაკავებას. კომპანიის სტრატეგიული პარტნიორები არიან  წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტები. 

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: ir.crystal.ge 

CEB-ის შესახებ 

ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი (CEB) მრავალმხრივი განვითარების ბანკია, რომელსაც 43 წევრი ქვეყნისგან სოციალური საქმიანობის მანდატი აქვს. CEB-ი ახორციელებს ინვესტიციებს და უზრუნველყოფს ტექნიკურ დახმარებას ისეთი სოციალური მიმართულებებით, როგორებიცაა განათლება, ჯანდაცვა და ხელმისაწვდომი საცხოვრებელი, ამასთან, აქცენტს აკეთებს მოწყვლადი ადამიანების საჭიროებებზე, ასევე კლიმატის ცვლილებასა და გარემოს სოციალურ ასპექტებზე. 

CEB-ის მსესხებლებს შორის არიან მთავრობები, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებები, საჯარო და კერძო ბანკები, არაკომერციული ორგანიზაციები და სხვა სუბიექტები. CEB-ი, რომელსაც უმაღლესი „AAA“ საკრედიტო რეიტინგი აქვს, ფინანსდება საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებიდან. გარდა ამისა, თავისი საქმიანობისთვის CEB-ი დაფინანსებას  დონორებისგან იღებს.  

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ცვლილებას მივესალმებით - საბანკო ასოციაცია სებ-თან არსებული დავების განმხილველი კომისიის მიერ განსახილველი დავის საგნის ღირებულების ზღვარის აწევაზე

11.12.2025.15:35

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ და საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ კანონებში შესულ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც სებ-თან არსებული დავების განმხილველი კომისიის მიერ განსახილველი დავის საგნის ღირებულების ზღვარი იზრდება, დადებითად აფასებენ საქართველოს საბანკო ასოციაციაში.

ასოციაციის იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი იოსებ ქურდაძე Business Insider Georgia-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნული ინიციატივა მომხმარებლებისთვის საკმაოდ დადებითი ცვლილებაა. 

„ვფიქრობ, რომ სექტორისთვის არსებითი ცვლილება ეს არ არის იმიტომ, რომ ჩვენ როგორც შიდა განხილვის მექანიზმი გვაქვს დანერგილი, ისე ამ ეტაპზე აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც კომისიასთან, ისე თუ დავა გაგრძელდება - ეროვნულ ბანკთან და სასამართლოში გადასხიხოლმე ეს თემები. მარტივად, რომ გითხრათ არსებით ცვლილებად ამას არ განვიხილავთ, თუმცა მომხმარებლებისთვის დადებითია ეს ცვლილება და სექტორისთვისაც კარგია და საზიანო აქ არაფერი არ არის. 

მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ კომისიის გარეშეც მიმართონ სასამართლოს და ეს იგივე რჩება. გაიწერა უბრალოდ სავარაუდო, სადავო საკითხების მოცულობა, რომელიც კომისიაში განიხილება - ალბად გაიზრდება. თუმცა არსებით ცვლილებებს არ ველოდებით. ცვლილებას ზოგადად მივესალმებით.

კომისია დამატებითი მექანიზმია და რატომაც არა? ახლა უფრო მეტ მომხმარებელს მიეცემა საშუალება, რომ გამოიყენოს ეს მექანიზმი - ამაში უარყოფითს არაფერს არ ვხედავთ. ჩვენთვისაც კომფორტულია კომისიასთან თანამშრომლობა“, - აცხადებს საქართველოს საბანკო ასოციაციის იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი იოსებ ქურდაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის მიერ განსახილველი დავის საგნის ღირებულების ზღვარი იზრდება.

ცვლილების თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს მიმართოს კომისიას, თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს, ნაცვლად აქამდე არსებული 50 000 ლარისა.

გარდა ამისა, კანონმდებლობის დონეზე დაზუსტდა და დაიხვეწა, დავების განმხილველი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარების სამართლებრივი ასპექტებიც.

აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ფინანსური სექტორის სანდოობისა და ინოვაციური განვითარებისთვის.

საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია 2023 წლიდან მოქმედებს. კომისია დამოუკიდებელი ორგანოა და უზრუნველყოფს დავის განხილვის ალტერნატიულ მექანიზმებს. მომხმარებელი უფლებამოსილია საჩივრით მიმართოს კომისიას თუ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა საგადახდო ბარათით, ინტერნეტ-ბანკიდან, მობაილ-ბანკიდან და სხვა განხორციელებულ არაავტორიზებულ (მისი თანხმობის გარეშე განხორციელებულ) ოპერაციებს, არასწორად შესრულებულ გადახდის ოპერაციას, ოპერაციის საკომისიოს არასწორად ჩამოჭრას და სხვა მსგავს შემთხვევას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა