მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

“კრისტალი” მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს უერთდება

news image

კრისტალი უერთდება მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 15 მარტს აღინიშნება. 
“კრისტალისთვის” მომხმარებლებზე ზრუნვა და მათი უფლებების დაცვა, ერთ-ერთი  მთავარი პრიორიტეტია. კომპანია ერთგულებასა და პასუხისმგებლობას თითოეული ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიმართ ყოველდღიური საქმიანობით ადასტურებს. “კრისტალისთვის” უმნიშვნელოვანესია, ყველა მომხმარებლისთვის იყოს სანდო ფინანსური პარტნიორი, რისთვისაც მათ ყოველთვის სთავაზობდეს საუკეთესო გამოცდილებასა და დაცულობას. 
“მომხმარებელთა უფლებები არ არის მხოლოდ კანონით გათვალისწინებული ვალდებულება, ეს არის კორპორაციული პრინციპები, გამჭვირვალობა, უსაფრთხოება და ხარისხი — ის ღირებულებები, რომლებზეც ჩვენი კომპანია დგას. მომხმარებლების დაცვა მუდმივი პროცესია და, ბუნებრივია, ის ყოველთვის პრიორიტეტად დარჩება:  საბანკო ლიცენზიის მიღება  მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობასა და საქმიანობას კვლავაც აქტიურად გავაგრძელებთ”, - აღნიშნავს კრისტალის გენერალური დირექტორი ილია რევია.
გასულ წელს ამ მიმართულებით “კრისტალმა” საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა და მიკროფინანზას გლობალური სარეიტინგო კომპანია MFR-ისგან მომხმარებელთა დაცვის ვერცხლის სერტიფიკატის მიიღო. სერტიფიკატი, რომელიც მომხმარებელთა დაცვის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებსა და კრიტერიუმებს ეფუძნება, “კრისტალს” MFR-ის ექსპერტების მიერ ჩატარებული ხანგრძლივი და  სიღრმისეული კვლევის შემდეგ მიენიჭა. 
საერთაშორისო აღიარება ადასტურებს, რომ კომპანია ზედმიწევნით ითვალისწინებს მომხმარებლების დაცვის გლობალურ პრინციპებს, უზრუნველყოფს სამართლიან, სანდო და გამჭვირვალე მიდგომებს, ახორციელებს პასუხისმგებლიანი და გონივრული დაკრედიტების პოლიტიკას მომხმარებლისთვის ჭარბვალიანობის ასარიდებლად, განსაკუთრებულად იცავს მათი პირადი მონაცემების უსაფრთხოებას, ხელს უწყობს მომხმარებლების ეკონომიკურ გაძლიერებასა და ფინანსურ რესურსებზე წვდომას.
ამას გარდა, ვერცხლის სერტიფიკატი ხაზს უსვამს, რომ “კრისტალი” აკმაყოფილებს მომხმარებლების ადეკვატური დაცვისთვის აუცილებელ ყველა სტანდარტს და თანამედროვე პრაქტიკის შესაბამისად მუდმივად პროგრესირებს.  

“კრისტალის” შესახებ:
კრისტალმა 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. 
მიკრობანკის ლიცენზიის მიღებამდე, კომპანია  ქართულ საფინანსო ბაზარზე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსით ოპერირებდა. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 520 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 105 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. 
კრისტალის ისტორია 1998 წელს იწყება, მაშინ, როცა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ   ადგილობრივი არაკომერციული ორგანიზაცია - საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ დაფუძნდა, რომელმაც წამოიწყო მიკრო დაკრედიტების საპილოტე პროგარამა. ფონდის სასესხო კაპიტალი მაშინ სულ რაღაც $10,000 დოლარს შეადგენდა. თითქმის 27 წლის მანძილზე ორგანიზაციამ ხანგრძლივი, გამოწვევებით და მრავალი წარმატებით სავსე პერიოდი გაიარა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი

16.01.2026.15:00

2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 9 291 928 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 25 042 675 ათასი ლარია. აღნმიშნულის შესახებ მაჩვენებლები ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული. 

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის დეკემბერში 2024 წლის დეკემბერთან შედარებით სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 8,1%-ითაა გაზრდილი.

წინა თვესთან, ანუ 2025 წლის ნოემბრის მონაცემებთან კი 1.9%-ით არის გაზრდილი.

სამინისტროს საიტზე განთავსებული მაჩვენებლებით, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალი მოცულობა 8 589 061 ათასი დოლარი იყო, რაც ეროვნულ ვალუტაში  24 107 775 ათას ლარს შეადგენდა. 

2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 990 866 ათასი დოლარს შეადგენდა, რაც ეროვნულ ვალუტაში 24 231 282 ათასი ლარს უტოლდება.

დეკემბრის მონაცემებითვე, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 904 104 ათასი დოლარია, ანუ 18 607 251 ათასი ლარი.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა