გვახარებს, რომ ჩვენი „კრისტალის“ მრავალწლიანი ძალისხმევა ანგარიშგების სისტემის დახვეწაში კვლავ საინტერესო, მნიშვნელოვანი და აღიარების ღირსი ხდება - არჩილ ბაკურაძე
BARTA-ს ჯილდოს გადმოცემა დამატებითი დასტურია იმისა, რომ კორპორაციული გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ქვეყანაში დაფასებულია, - ამის შესახებ BARTA 2025-ში გამარჯვების შემდეგ „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა არჩილ ბაკურაძემ განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ „საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს“ (BARTA) მეშვიდე დაჯილდოების ცერემონიაზე 2025 წლის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
მსხვილი საფინანსო კომპანიების კატეგორიაში გამარჯვება სამმა ფინანსურმა ინსტიტუტმა მოიპოვა.
· საპატიო ჯილდო: ბაზისბანკი
· გამარჯვებული: სს საქართველოს ბანკი
· საუკეთესო მდგრადობის ანგარიში: სს მიკრობანკი „კრისტალი“
„ეს, რა თქმა უნდა, დიდი სტიმულია უფრო მაღალგანვითარებული და საერთაშორისო ნდობით აღჭურვილი კორპორაციული სექტორის განვითარებისთვის. მოგეხსენებათ, საბანკო სექტორი ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ წინწაწეული და განვითარებულია. ამ მხრივ კრისტალი გამონაკლისი არ არის. გვახარებს, რომ ჩვენი კომპანიის მრავალწლიანი ძალისხმევა ანგარიშგების სისტემის დახვეწაში კვლავ საინტერესო, მნიშვნელოვანი და აღიარების ღირსი ხდება“, - აცხადებს არჩილ ბაკურაძე.
BARTA-ს ჯილდო მიზნად ისახავს კომპანიების წახალისებას საუკეთესო პრაქტიკების დანერგვის მიმართულებით, რასაც შედეგად უფრო გამჭვირვალე და კონკურენტული ბიზნესგარემოს შექმნა მოჰყვება.
წლევანდელი ღონისძიების ორგანიზატორია BARTA-ს კომიტეტი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის (NBG), სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის (ISSSG), ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) და ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმის დაინტერესებულ მხარეთა ფონდის (RSF) წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული. ღონისძიების მხარდამჭერები არიან მსოფლიო ბანკი და საქართველოს ბიზნეს ასოციაცია.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელს მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 411 მილიონი ლარი შეადგინა
სხვა სიახლეები
2026 წლის საინვესტიციო ფოკუსი: ლონდონის საფონდო ბირჟის წამყვანი კომპანიები
11.03.2026.10:00
FTSE 100 წარმოადგენს საფონდო ინდექსს, რომელიც აერთიანებს London Stock Exchange-ზე დალისტულ 100 წამყვან კომპანიას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.
FTSE 100-ში საქართველოს ბანკი ისეთი გლობალური კომპანიების გვერდით არის, როგორებიცაა: HSBC, BP, Unilever, ROLLS-ROYCE, SHELL, BARCLAYS და სხვა.
საგულისხმოა, რომ Lion Finance Group-ი ინდექსში ოფიციალურად 2026 წლის 20 მარტს, საფონდო ბირჟის დახურვის შემდეგ გაწევრიანდება, ხოლო ცვლილება ძალაში 2026 წლის 23 მარტს შევა.
რა არის FTSE 100?
FTSE 100 ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საფონდო ინდექსია და ხშირად განიხილება როგორც ინდიკატორი / ბარომეტრი იმისა, თუ როგორ ვითარდება კაპიტალის ბაზარი. იგი ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას, ერთიან ჭრილში დააკვირდნენ წამყვანი კომპანიების შედეგებს, შეაფასონ ბაზრის დინამიკა დროთა განმავლობაში და შეადარონ ბრიტანული ბაზარი სხვა საერთაშორისო საფონდო სივრცეებს. ამავდროულად, ინდექსი საშუალებას იძლევა შეფასდეს, როგორ გამოიყურება კონკრეტული კომპანიის აქციების შედეგი მის სექტორულ ან კონკურენტულ გარემოში. მთლიანობაში ინდექსები ბაზრის მდგომარეობის „სურათს“ იძლევა და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საინვესტიციო შედეგების შეფასებისთვის, რადგან ისინი ფუნქციონირებენ როგორც ბენჩმარკი, რომელსაც აქტიურად მართული საინვესტიციო ფონდები უწევენ კონკურენციას.
ინდექსში ძირითადად წარმოდგენილია ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან: AstraZeneca, HSBC, Shell, Unilever, Rolls-Royce, British American Tobacco, Rio Tinto, GSK, BP, Barclays, Burberry Group. FTSE 100-ის ყველა კომპანიის სია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.