კონკურენცია საბანკო სექტორში - როგორია არსებული ვითარება, ტენდენციები | ნათია თურნავას შეფასება
კონკურენცია ეს არის ჩვენი საზრუნავი, იმიტომ, რომ კონცენტრაცია მაღალია - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი განმარტებით, საფინანსო სექტორის მდგრადობაში დიდი წილი მსხვილ ბანკებს აქვთ.
„იმიტომ, რომ არის წამყვანი ბანკები და აქტივების მეტი ნაწილი ამ ბანკებშია კონცენტრირებული. ერთის მხრივ, როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი საფინანსო სისტემა მდგრადია და სავალუტო ფონდი ამას ასე აფასებს, აქ არის დიდი წვლილი თვითონ მსხვილი ბანკების. იმიტომ, რომ მათი დონე იგივე დიგიტალიზაციის, კიბერუსაფრთხოების, ეფექტურობის, კაპიტალის არის საკმაოდ მაღალი და ამიტომ შოკებს ვუძლებთ მათ შორის ამ ბანკების დამაკმაყოფილებელი მდგომარეობიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ვზედამხედველობთ. აქტივების ხარისხი აქვთ კარგი, ლიკვიდურობა აქვთ მაღალი, თუმცა დანარჩენი საბანკო სისტემაც კარგად ვითარდება, მომგებიანობა იზრდება და რაც მთავარია რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ კონკურენცია გაძლიერდეს, შეძლებისდაგვარად, რადგანაც მოცემულობაა ახლა რაც ხდება ბაზარზე. პირველ რიგში ბოლო 2 წელიწადში გაიზარდა საბანკო დაწესებულებების რიცხვი. გაიცა 3 ინოვაციური, ციფრული ბანკის ლიცენზია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ეს პრაქტიკულად შეიძლება ითქვას ექსპერიმენტიც იყო თავის დროზე. იმიტომ, რომ სიახლე იყო ასეთი ტიპის ბანკები. ვისაც ლიცენზიის მიღების შედარებით დაბალი ბარიერი აქვს შედარებით დაბალი კაპიტალი მოეთხოვებათ თავიდან, თუმცა 3 წლის შემდეგ უნდა გარდაიქმნან ჩვეულებრივ ბანკებად. ანუ ეძლევათ საშუალება, რომ გაიზარდონ და ინოვაციური პროდუქტი უნდა შესთავაზონ მოსახლეობას. რა არის ინოვაციური პროდუქტი? როგორც წესი საგადახდო სფეროში ხდება ეს ინოვაცია. ყველა მიმართულებით შეიძლება, მაგრამ უფრო საგადახდო სფეროში და ეს არის პირდაპირი შესაძლებლობა კონკურენციის უკვე მსხვილ ბანკებთან და ჩვენ ვხედავთ, რომ არამხოლოდ ახალი ბანკები არამედ ფინტეკები, რომლებიც არ არიან ბანკები და არიან მაგალითად საგადახდო სისტემების პროვაიდერები, კონკურირებენ. ეს უკვე იწვევს გარკვეულ ძვრებს ბაზარზე.
ჩვენ ფრთხილები ვართ იმიტომ, რომ არ შეიძლება, რომ 100 და 200 ბანკი გვყავდეს, იმიტომ, რომ პატარა ეკონომიკა ვართ. ნებსმიერი ბანკი იღებს ლიცენციას მხოლოდ ძალიან დეტალური გადამოწმების შემდეგ და ასევე იმყოფება ზედამხედველობს ქვეშ და თუ დავინახეთ რაიმე ტენდენციას, რაც არ მოგვწონს შესაბამის ზომებსაც მივიღებთ, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ ჩვენი საფინანსო სექტორი, ბაზარი მიმზიდველია ინვესტორებისთვის და ახალი საბანკო დაწესებულებების ადგილი არსებობს მიანიშნებს იმაზე, რომ კონკურენციაც განვითარდება. ასევე 2 მიკრობანკი გაჩნდა. მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები გარდაიქმნენ მიკრობანკებად და მათაც აქვთ უკვე ეტაპობრივად სესხები შესთავაზონ. ესენი იქნებიან სწორედაც მცირე და საშუალო ბიზნესის ნაწილში, ამას კანონიც მოითხოვს, და ეს ბუნებრივია მათთვის, რადგანაც ინდმეწარმეებს, მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურებოდნენ როგორც მიკროსაფინანო ორგანიზაციები და ახლა იგივე სეგმენტს, უფრო გაფართოებულად, მეტი რესურსით, მოემსახურებიან როგორც მიკრობანკები. აქედან გამომდინარე 19 საბანკო სუბიექტი გვყავს. 2 მიკრობანკი, 3 ციფრული ბანკი და დანარჩენი ბანკები, ეს ერთი მიმართულებაა, მაგრამ ჩვენ არ ვწყვეტთ არც ერთი დღით მუშაობას, რომ ახალი ინვესტორები მოვიზიდოთ, ახალი მსხვილი დაწესებულებები გაჩნდეს, რომ მაღალ ლიგაში გასწიონ კონკურენცია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
სხვა სიახლეები
საქართველოს საგადახდო სადებეტო ბარათების ბაზარზე Mastercard-ი ლიდერია
01.06.2026.07:00
სებ-ის მონაცემების მიხედვით, მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა (ერთეული) ერთი წლის განმავლობაში 11,5%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვის მონაცემებთან შედარებით 0.03%-ით შემცირდა
2026 წლის აპრილის ბოლოსთვის ბაზარზე აქტიური 11,010,588 ერთეული სადებეტო ბარათი იყო, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე მათი რაოდენობა 9,873,019 ბარათს შეადგენდა.
საქართველოში სადებეტო ბარათების მხრივ კვლავ Mastercard-ი ლიდერობს. 2026 წლის აპრილის ბოლოსთვის არსებული საგადახდო სადებეტო ბარათებიდან 5,783,583 ერთეული სწორედ Mastercard-ზე მოდის.
Mastercard-ის ბარათების მიმდინარე მონაცემები კი მარტის მაჩვენებლებთან შედარებით 0,4%-იან კლებას, ხოლო 2025 წლის აპრილთან შედარებით 6,2%-იან ზრდას აჩვენებს.
აპრილის ბოლოს არსებული სტატისტიკის მიხედვით, აქტიური სადებეტო ბარათებიდან 52,5%-ს Mastercard-ი ფლობს, VISA - 29,7%-ის, AMEX კი 14,6%-ის მფლობელია. დანარჩენი სადებეტო ბარათები კი სხვა სისტემებზე ნაწილდება.
2026 წლის აპრილის ბოლოსთვის მიმოქცევაში VISA-ს აქტიური 3,272,392 ბარათი იყო. ზრდა წინა თვესთან შედარებით 0,4%-ია, ხოლო 2025 წლის აპრილთან შედარებით 24,2%-ითაა გაზრდილი.
რაც შეეხება AMEX-ს, აპრილში მისი სადებეტო ბარათების რაოდენობა 1,604,477 ერთეული იყო, რაც თვიურ ჭრილში 0,9%-იან, ხოლო წლიურ ჭრილში 15,3%-იან ზრდას აჩვენებს.