კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 66.12 მილიარდი ლარი შეადგინა - სებ
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის ივლისის ბოლოსათვის 66.12 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 122.33 მილიონი ლარით (0.18%-ით) ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.29%-ით მეტი). სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14.93% შეადგინა. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 388.70 მლნ ლარით (1.03%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 511.03 მლნ ლარით (1.79%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.68%-ით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის ივლისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.79 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.06% -ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 18.81 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.53%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.44 %-ით ნაკლები).
2025 წლის ივლისის განმავლობაში 0.94% -ით, ანუ 318.69 მილიონი ლარით გაიზარდა
რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ივლისის ბოლოსათვის 34.21 მილიარდი ლარი შეადგინა.
2025 წლის ივლისის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.61% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.693 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.42 პროცენტული პუნქტით).
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
27.08.2025.17:00
საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2025 წლის ივლისის ბოლოსათვის 61.96 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.19 მილიარდი ლარით, 1.96%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.44%-ით მეტი). დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 10.94% შეადგინა. ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები
გაიზარდა 552.94 მილიონი ლარით, ანუ 1.92%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.29%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 637.65 მილიონი ლარით, ანუ 1.99%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 2.57%-ით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2025 წლის ივლისის ბოლოსათვის 50.33 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია არ შეცვლილა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.24 პროცენტული პუნქტით).
ივლისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.78% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.55%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.59%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 79.23%, ხოლო ევროს წილმა 18.97% შეადგინა.