მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7094.4
-0.0036
flag
AZN 1.6091
0.0004
flag
CNY 38.026
0.0005
flag
EUR 3.0984
-0.0058
flag
GBP 3.6927
-0.0109
flag
KZT 53.43
-0.0001
flag
TRY 0.07
-0.0001
flag
USD 2.7349
-0.0008

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა - სებ

news image

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით 804.66 მილიონი ლარით (1.27%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.71%-ით გაიზარდა) და აპრილის ბოლოს 64.21 მილიარდი ლარი შეადგინა. სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 15.55% შეადგინა. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 365.16 მლნ ლარით (1.01%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 439.50 მლნ ლარით (1.61%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.32%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის აპრილის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.73 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.09%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 18.56 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.88%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.66 %-ით მეტი).

2025 წლის აპრილის განმავლობაში 1.34%-ით, ანუ 433.72 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და აპრილის ბოლოსათვის 32.90 მილიარდი ლარი შეადგინა.

2025 წლის აპრილის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 56.75% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.144 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.17 პროცენტული პუნქტით).

 

დეტალური სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება სებ-ის ვებგვერდზე:

https://nbg.gov.ge/statistics/interactive

https://nbg.gov.ge/statistics/statistics-data

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა წლიურ ჭრილში 16%-ით გაიზარდა

28.05.2025.19:00

სებ-ის მონაცემების მიხედვით, მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა (ერთეული) ერთი წლის განმავლობაში 16%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვის მონაცემებთან შედარებით 7%-ით.

2025 წლის აპრილის ბოლოსთვის ბაზარზე აქტიური 9 876 131 ერთეული სადებეტო ბარათი იყო, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე მათ რაოდენობა 8 496 221 ბარათს შეადგენდა.

საქართველოში სადებეტო ბარათების მხრივ კვლავ Mastercard-ი ლიდერობს. 2025 წლის აპრილის ბოლოსთვის არსებული საგადახდო სადებეტო ბარათებიდან 5 448 314 ერთეული სწორედ Mastercard-ზე მოდის.

Mastercard-ის ბარათების მიმდინარე მონაცემები კი მარტის მაჩვენებლებთან მაჩვენებლებთან შედარებით 11%-იან, ხოლო 2024 წლის აპრილთან შედარებით 26%-იან ზრდას აჩვენებს.

აპრილის სტატისტიკის მიხედვით, აქტიური სადებეტო ბარათებიდან 55%-ს Mastercard-ი ფლობს, 27%-ს VISA, AMEX კი 14%-ის მფლობელია. დანარჩენი სადებეტო ბარათები კი სხვა სისტემებზე ნაწილდება.

2025 წლის აპრილის ბოლოსთვის მიმოქცევაში VISA-ს აქტიური 2 635 758 ბარათი იყო. ზრდა წინა თვესთან შედარებით 2%-ია, ხოლო 2024 წლის აპრილთან შედარებით 3%-ითაა გაზრდილი.

რაც შეეხება AMEX-ს, აპრილში მისი სადებეტო ბარათების რაოდენობა 1 391 423 ერთეული იყო, რაც თვიურ ჭრილში 2%-იან ზრდას, ხოლო წლიურ ჭრილში 24%-იანი ზრდაა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა