კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 1.14%-ით გაიზარდა - სებ
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის სექტემბრის ბოლოსათვის 67.52 მილიარდი ლარი შეადგინა. რაც 760.04 მილიონი ლარით (1.14%-ით) მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.85% -ით მეტი). სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 13.32% შეადგინა. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 561.08 მლნ ლარით (1.46%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 198.96 მლნ ლარით (0.70%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.03%-ით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის სექტემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.70 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.58%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 19.14 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.89%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.23 %-ით მეტი).
2025 წლის სექტემბრის განმავლობაში 1.59%-ით, ანუ 549.96 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და სექტემბრის ბოლოსათვის 35.14 მილიარდი ლარი შეადგინა
2025 წლის სექტემბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.77% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.18 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.35 პროცენტული პუნქტით).
სხვა სიახლეები
საქართველოში სადებეტო ბარათების რაოდენობამ 10,5 მლნ-ს გადააჭარბა - Mastercard კვლავ ლიდერია
28.10.2025.19:00
სებ-ის მონაცემების მიხედვით, მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა (ერთეული) ერთი წლის განმავლობაში 12,9%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვის მონაცემებთან შედარებით 1,6%-ით.
2025 წლის სექტემბრის ბოლოსთვის ბაზარზე აქტიური 10 515 588 ერთეული სადებეტო ბარათი იყო, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე მათ რაოდენობა 9 317 650 ბარათს შეადგენდა.
საქართველოში სადებეტო ბარათების მხრივ კვლავ Mastercard-ი ლიდერობს. 2025 წლის სექტემბრის ბოლოსთვის არსებული საგადახდო სადებეტო ბარათებიდან 5 704 912 ერთეული სწორედ Mastercard-ზე მოდის.
Mastercard-ის ბარათების მიმდინარე მონაცემები კი აგვისტოს მაჩვენებლებთან შედარებით 1,1%-იან, ხოლო 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 16,7%-იან ზრდას აჩვენებს.
სექტემბრის სტატისტიკის მიხედვით, აქტიური სადებეტო ბარათებიდან 54,3%-ს Mastercard-ი ფლობს, 28,2%-ს VISA, AMEX კი 14,4%-ის მფლობელია. დანარჩენი სადებეტო ბარათები კი სხვა სისტემებზე ნაწილდება.
2025 წლის სექტემბრის ბოლოსთვის მიმოქცევაში VISA-ს აქტიური 2 960 370 ბარათი იყო. ზრდა წინა თვესთან შედარებით 2,5%-ია, ხოლო 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 9,8%-ითაა გაზრდილი.
რაც შეეხება AMEX-ს, სექტემბერში მისი სადებეტო ბარათების რაოდენობა 1 517 324 ერთეული იყო, რაც თვიურ ჭრილში 2,3%-იანი, ხოლო წლიურ ჭრილში 22%-იანი ზრდაა.