მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7070.3
-0.0023
flag
AZN 1.5876
-0.0002
flag
CNY 38.215
0.0001
flag
EUR 3.1398
-0.0033
flag
GBP 3.5933
-0.0058
flag
KZT 52.16
-0.0022
flag
TRY 0.0634
0
flag
USD 2.6995
-0.0001

კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში მომხმარებელთა მხრიდან დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა შემცირებულია

news image

2025 წლის ოქტომბერში კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 2 780 ერთეული შეადგინა, რაც სექტემბრის მაჩვენებლებთან შედარებით 9%-იანი კლებაა, ხოლო 2024 წლის ოქტომბრის მაჩვენებლებთან კლება  4%-ია.

სებ-ის ინფორმაციით, 2025 წლის სექტემბერში კომერციულ ბანკებში მომხმარებელთა მხრიდან 3 061 პრეტენზია დაფიქსირდა, ხოლო 2024 წლის ოქტომბერში 2 908 პრეტენზია.

ოქტომბერში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან ყველაზე მეტი, საუბარია 67%-ზე მიმდინარე ანგარიშთან/სადებეტო ბარათთან დაკავშირებული პრეტენზიები იყო. ასევე, მხოლოდ ოქტომბერში სამომხმარებლო სესხთან დაკავშირებით კომერციულ ბანკები 268 პრეტენზია დაფიქსირდა.

პროდუქტის მიხედვით:

  • ავტო სესხი - 5
  • სამომხმარებლო სესხი - 268
  • მომენტალური განვადება - 61
  • ოვერდრაფტი - 20
  • საკრედიტო ბარათი - 74
  • სესხები ბინის რემონტისთვის - 0
  • იპოთეკური სესხი - 48
  • მიმდინარე ანგარიში/სადებეტო ბარათი - 1856
  • შემნახველი/მოთხოვნამდე დეპოზიტი - 6
  • ვადიანი დეპოზიტი - 28
  • ზრდადი დეპოზიტი - 0
  • ბიზნეს სესხი - 48
  • ინტერნეტბანკი - 81
  • საკრედიტო საინფორმაციო ბიურო - 6
  • სალომბარდე სესხები - 8
  • სხვა - 271

რაც შეეხება პრეტენზიის ხასიათის მიხედვით სტატისტიკას, ის ასე გამოიყურება:

  • ადმინისტრაცია/მომსახურება - 548
  • მომსახურების საკომისიოები - 110
  • რეკლამა, გაყიდვები, რჩევები - 12
  • საპროცენტო შენატანები - 23
  • სხვა გადასახდელები - 5
  • ტრანზაქციები - 1682
  • ჯარიმები და ვადაგადაცილების საკომისიოები - 68
  • კრედიტის წინსწრებით დაფარვის საკომისიო  - 1
  • თანამშრომლის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაცია - 32
  • მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა - 24
  • ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიები - 148
  • ეთიკასთან დაკავშირებული - 16
  • პრეტენზიები დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულების მხარის მიერ მესამე პირებთან დაკავშირებით - 7
  • ეროვნული ბანკის პრეზიდენტის #32/04 ბრძანების მოთხოვნის დარღვევა ინფორმაციის მიუწოდებლობაზე  - 2
  • სხვა - 102.

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image სებ-მა საფინანსო სექტორში მოღვაწე 20 სუბიექტი დააჯარიმა

11.12.2025.16:34

სებ-მა 20 ბიზნეს სუბიექტი დააჯარიმა. როგორც ეროვნული ბანკის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა დაჯარიმებულთა შორის არიან:  ვალუტის გადამცვლელი პუნქტები - შპს "ტიფლისი", შპს "თეთრი", შპს "კარგი დღე", შპს "ბიტკროსს", შპს "გიგა 1974",  შპს "ფავორიტი-54", შპს "პეიფაი", შპს "ემ ენდ ემ“, შპს "ნუკი“.

ასევე ფულადი ჯარიმებია დაკისტრებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის ინდივიდუალური მეწარმე "ინდივიდუალური მეწარმე თამარ ფატლაძის", ინდივიდუალური მეწარმე "ალბერტ აკოფიანის", ინდივიდუალური მეწარმე "მამუკა მარიამიძის", ინდივიდუალური მეწარმე "თამარა აბაშიძის“, ინდივიდუალური მეწარმე "მიხეილ ფიფიას" , ინდივიდუალური მეწარმე "ანა ქულუსაშვილის" მიმართ.

სებ-მა დააჯარიმა ასევე სესხის გამცემი სუბიექტები: სს "იბა ჯეო", შპს "საქართველოს აღსრულების სამსახური" და შპს "საფინანსო პლიუსი".

მარეგულირების მხრიდან დაჯარიმებულია ასევე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი შპს "პეიფაი".

იმ კომპანიების თუ ინდ.მეწარმეების ჩამონათვალში, რომელთაც სებ-მა ფულადი ჯარიმა დაუწესა, ასევე არიან: სს "ფიუჩერ ლაბორატორი ვენჩერს" და სს "ქაფითალ ქრაფთ“.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა