მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.5
0.001
flag
AZN 1.5848
-0.0003
flag
CNY 39.479
-0.0022
flag
EUR 3.1771
0.0037
flag
GBP 3.6439
-0.0046
flag
KZT 57.5
0.0021
flag
TRY 0.06
-0.0002
flag
USD 2.6936
-0.001

ხელოვნური ინტელექტის (AI) სრული კურსი Mastercard-ისგან – ხელმისაწვდომი განათლება ტექნოლოგიური მომავლისთვის

news image

თუ დაფიქრდებით, აღმოაჩენთ, რომ ხელოვნური ინტელექტი მომავლის ის თემაა, რომელიც მოულოდნელად შემოიჭრა ჩვენს რეალობაში. ახალ ამბებში, ინსტაგრამის რეკომენდაციებში, ჩატბოტებსა თუ ფოტო ალბომებში - რაც არ უნდა გავიხსენოთ — AI არის ყველგან. დღეს, ხელოვნური ინტელექტი მთლიანად ცვლის ჩვენს რეალობას და თავიდან განსაზღვრავს ადამიანის როლს ამ სამყაროში - ვინ ვართ, როგორი ურთიერთობა გვაქვს სხვა ადამიანებთან, როგორ ვმუშაობთ და უფრო მეტიც, როგორ ვირჩევთ პროფესიას. 

სწორედ ამიტომ, Mastercard-მა და AI Hub-მა "ნებულამ", www.fastoo.com-ის მხარდაჭერით, სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყეს და საქართველოში ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა წამოიწყეს, რომელიც მომავალი თაობის პროფესიონალებს AI სფეროში განვითარებისთვის სანდო და პრაქტიკულ გზას სთავაზობს. „ხელოვნური ინტელექტის (AI) სრული კურსი“ აპრილში დაიწყება და 8 კვირის განმავლობაში მონაწილეებს გააცნობს AI-ის მუშაობის საფუძვლებს. ასწავლის, როგორ შექმნან საკუთარი ჩატბოტები, ვიზუალური ამომცნობი სისტემები და თუნდაც, რეკომენდაციის ალგორითმები – ზუსტად იმავე ლოგიკით, როგორც TikTok ან Netflix მუშაობს.

მოდულებად დაყოფილი პროგრამა ეტაპობრივად მიაწოდებს სტუდენტებს ცოდნას: პირველი კვირები მანქანური სწავლისა და ღრმა ნეირონული ქსელების საფუძვლებს ეძღვნება – როგორ სწავლობენ მანქანები, როგორ არჩევენ შაბლონებს და როგორ აღიქვამენ ვიზუალურ ან ტექსტურ ინფორმაციას. ამის შემდეგ, სტუდენტები AI-ის გაცნობას რეალური ინდუსტრიებში დაიწყებენ. ისინი ისწავლიან ფინანსებში – თაღლითობის აღმოჩენას, მარკეტინგში – მომხმარებლის ქცევის პროგნოზირებას, HR-ში – რეკრუტინგის ავტომატიზაციას, მედიასა და ხელოვნებაში კი – AI-ით გენერირებული კონტენტის შექმნას. ყოველი თემა მოიცავს არა მხოლოდ თეორიას, არამედ პრაქტიკულ დავალებებს — სწორედ ამიტომაა „ხელოვნური ინტელექტის (AI) სრული კურსი“ განსაკუთრებული. 

მესამე ეტაპი კი — უკვე მოწინავე ცოდნისა და პრაქტიკის განვითარებაა. ჰიპერპარამეტრების რეგულირება, ახსნადი AI, მონაცემთა კონფიდენციალურობა, GDPR და ეთიკა — ეს არამხოლოდ ტექნიკური უნარებია, არამედ პასუხისმგებლობა, რომელსაც თანამედროვე დეველოპერი ატარებს. კურსის ბოლო ნაწილში სტუდენტები შექმნიან საკუთარ პროექტს. ეს შეიძლება იყოს AI ჩატბოტი, გამოსახულების ამომცნობი სისტემა ან რისკების ანალიტიკა – რაც მთავარია, პროექტმა რეალურ საჭიროებას უნდა უპასუხოს. 

„ხელოვნური ინტელექტის (AI) სრული კურსი“ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, მთლიანად ქართულ ენაზე ჩატარდება. თუმცა აუცილებელი მოთხოვნაა Python-ის, მონაცემთა სტრუქტურებისა და ალგორითმების საბაზისო და მათემატიკური საფუძვლების - ალგებრის, ალბათობისა და სტატისტიკის ცოდნა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ჩვენი მიზანია, შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი - არჩილ გაჩეჩილაძე

09.04.2026.19:00

FTSE 100 ინდექსში მოხვედრა Lion Finance Group-ისთვის მიღწეული წარმატების აღიარებაა, თუმცა არა საბოლოო მიზანი - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში Lion Finance Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის სტრატეგიული ამოცანა აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში, ასევე ცენტრალურ აზიაში წამყვანი საბანკო ქსელის შექმნაა, სადაც საქართველო ცენტრალურ როლს შეასრულებს.

„ჩვენთვის FTSE 100 ეს არის იმ წარმატების აღიარება, რასაც დღეს მივაღწიეთ. თუმცა ეს თავისთავად მიზანი ნამდვილად არ არის. ჩვენთვის მიზანი არის, რომ შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი, რომელსაც შეიძლება ფოკუსი ასევე ცენტრალურ აზიაშიც ჰქონდეს. თუმცა აი ამ ბაზრებზე ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება არის შესაძლებელი და მგონია, რომ ჩვენი გუნდი ყველაზე უფრო კარგად არის პოზიციონირებული ამისთვის. ჩემთვის მომავალში როცა ვფიქრობ, რომ აი ყველა ვარსკვლავი ერთ რიგში რომ დალაგდეს, როგორ წარმოიდგინება ხვალინდელი დღე – ალბათ ეს იქნება, რომ ასეთი ქსელი იყოს და საქართველო იყოს მისი ცენტრალური ადგილი. შესაბამისად მგონია, რომ ყველაზე ბევრს ჩვენი ქვეყნისთვის ამ შემთხვევაში გავაკეთებთ, როცა აი ამას მივაღწევთ“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა