მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7104.4
-0.0023
flag
AZN 1.5775
-0.0005
flag
CNY 38.863
0.0038
flag
EUR 3.1853
-0.0131
flag
GBP 3.6584
-0.0181
flag
KZT 54.2
-0.0037
flag
TRY 0.0614
-0.0001
flag
USD 2.6819
-0.0011

“ჯინო ჰოლდინგი“ თბილისის ზღვაზე საცხოვრებელ-გამაჯანსაღებელ კომპლექსს „თბილისის ბულვარს“ აშენებს - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

news image

საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური ინვესტიციით, „ჯინო ჰოლდინგი“ თბილისის ზღვაზე, ჯინო აკვაპარკის  მიმდებარედ, საცხოვრებელ გამაჯანსაღებელ კომპლექსს „თბილისის ბულვარს“ ახორციელებს.

ჯამში პროექტი 30 ჰექტარ მიწაზე განაშენიანდება, აქედან მშენებლობის პირველი ფაზა 12 000 კვ.მ.-ს მოიცავს და პირველი ეტაპის ჯამური ღირებულება 14.5 მილიონ დოლარია. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 10.5 მილიონ დოლარს შეადგენს.

აღნიშნული კომპლექსი საცხოვრებელ ბინებს, 5*იან სასტუმრო კომპლექსებს, აპარტ ჰოტელს, ბიზნეს ცენტრს, სამედიცინო და სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელ ცენტრს, აკვაპარკს, სავაჭრო ცენტრს, სამედიცინო კლინიკას, ღია ამფითეატრსა და სხვადასხვა გასართობ სივრცეებს მოიცავს, მათ შორის: ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის, პადელის, ჩოგბურთის მოედნებს, ველობილიკებს, სავარჯიშო დარბაზებსა და სხვა სივრცეებს. გარდა ამისა, კომპლექსის ტერიტორიაზე იგეგმება სკოლისა და საბავშვო ბაღის გახსნა. აღნიშნულ პროექტს „ჯინო ჰოლდინგი“ ახორციელებს.

ქართულ დეველოპერულ ბაზარზეთბილისის ბულვარი“ -ის  პროექტი ადამიანებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას შეცვალონ ყოველდღიური სტრესით და რუტინით დატვირთული ცხოვრება, სრულიად ახალი, განუმეორებელი გარემოთი.  თბილისის ზღვაზე უკვე დაიწყო  „თბილისის ბულვარის“ მშენებლობა, რომელიც გამოირჩევა ყველა იმ სიკეთით რაც ზღვას, უნიკალურ ტყე-პარკს, ეკოლოგიურად სუფთა და დაცულ გარემოს აქვს.

კურორტში ყველაფერი, რაც სრულფასოვანი ცხოვრებისთვისაა საჭირო.  ჩვენი მიზანია შევქმნათ ჯანსაღი გარემო, რომელიც მორგებულია როგორც ურბანული ცხოვრების მოყვარულთათვის, ასევე მათთვის, ვინც ესწრაფვის მშვიდ, ოჯახურ იდილიას“, - განაცხადა „ჯინო ჰოლდინგის დამფუძნებელმა, ნოდარ გიორგაძემ

 „საქართველოს ბანკი მრავალი წელია სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერია და ჩვენი ჩართულობით, ამ მიმართულებით,  არაერთი პროექტი განხორციელდა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ჩვენი დიდი ხნის პარტნიორი, „ჯინო ჰოლდინგი“ საქართველოში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს „თბილისის ბულვარს“ ახორციელებს. აღნიშნული პროექტი სიახლეა ქართულ სამშენებლო ბაზარზე, რადგან ის მოიცავს როგორც საცხოვრებელო, ასევე საინვესტიციო, გასართობი,  დასასვენებელი და გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობას. აღსანიშნავია ისიც, რომ გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შესამცირებლად კომპანია მზის ენერგიის გამოყენებას გეგმავს, რისთვისაც თითოეული შენობის სახურავზე მზის პანელების დამონტაჟებას აპირებს. ჩვენთვის მწვანე მიმართულება ერთ-ერთი პრიორიტეტულია და ამიტომ განსაკუთრებით საამაყოა, რომ მსგავსი პროექტის განხორციელებაში ჩვენც შეგვაქვს ჩვენი წვლილი. მიგვაჩნია, რომ „თბილისის ბულვარი“ ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახდება და მას ხშირად ესტუმრებიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ვიზიტორები.  წარმატებებს ვუსურვებ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას და მხარდაჭერას“, - განაცხადა ერეკლე ვაშაყმაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image საქართველოს ეროვნული ბანკი თებერვლის "მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს" აქვეყნებს

11.02.2026.17:26

ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, გასულ წელს მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალი, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა დანერგა, რომლითაც უფრო გამჭვირვალე გახადა რისკების მართვისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი. აღნიშნული ნაბიჯით ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს განვითარების მორიგ ეტაპზე გადავიდა, რითაც აუმჯობესებს მონეტარული პოლიტიკის რეაქციის ფუნქციის აღქმადობას და აძლიერებს პოლიტიკის გადაცემის არხების ეფექტურობას.

"მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში" ინფლაციის, ეკონომიკური ზრდისა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის იმ პროგნოზების აღწერას გაეცნობით, რომელთაც მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება. გამოცემის მიზანი სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების საზოგადოებისთვის დეტალური ახსნაა.

ზოგადად, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა მოიაზრებს მაღალი გაურკვევლობის შედეგად წარმოქმნილი რისკების სპექტრის ანალიზსა და, მათზე საპასუხოდ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესაძლო ტრაექტორიების კომუნიკაციას.

მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება 
  • საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0%-ზე ინარჩუნებს. 
მაკროეკონომიკური პროგნოზი

ცენტრალური სცენარი

  • 2026 წელს ინფლაცია შემცირდება საშუალოდ 3.7%-მდე, ხოლო 2027 წელს მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება და საშუალოდ 2.8%-ს გაუტოლდება
  • ეკონომიკური ზრდა 2026-2027 წლებში 5%-ს შეადგენს


გლობალურად მიმდინარე ტენდენციების ფონზე, ეკონომიკური გაურკვევლობა მაღალია. აქედან გამომდინარე, სებ ცენტრალურ სცენართან ერთად სხვადასხვა რისკ-სცენარსაც განიხილავს.

მაღალინფლაციური სცენარი 

ერთი მხრივ, სებ განიხილავს მაღალინფლაციური რისკის სცენარს, რომელიც ეფუძნება გლობალური და ადგილობრივი ინფლაციური რისკების ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო მწვავე რეალიზებას. აღნიშნულ პირობებში, როგორც გლობალური, ისე ადგილობრივი ტენდენციების ფონზე ინფლაციის მიზნობრივზე მაღალ დონეზე ხანგრძლივად შენარჩუნებამ შესაძლოა გამოიწვიოს მეორე რაუნდის ეფექტების ფორმირება და ინფლაციური მოლოდინების ზრდა. ამასთან, ერთობლივი მოთხოვნის ხანგრძლივად მაღალი დონეზე შენარჩუნება, მაღალპროდუქტიული სექტორების ზრდის ნორმალიზების ფონზე, ინფლაციურ წნეხს დამატებით გააძლიერებს. საგარეო ფაქტორებს შორის, გეოპოლიტიკური ვითარების შემდგომი გამწვავება სასაქონლო ბაზრებიდან მომდინარე ინფლაციურ ზეწოლას კიდევ უფრო გაზრდის. შესაბამისად, საშუალო და გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების  სტაბილურად შენარჩუნების მიზნით, სებ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს გაზრდის და მკაცრ პოლიტიკას რისკების საკმარისად მილევამდე შეინარჩუნებს.

დაბალინფლაციური სცენარი 

მეორე მხრივ, არსებობს გარკვეული ტიპის რისკები, რომლის რეალიზების შემთხვევაში ინფლაცია ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო დაბალი იქნება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი სწრაფად დაუახლოვდება ნეიტრალურ დონეს. წინა წლების განმავლობაში ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებების ფონზე პროდუქტიული და ნაკლებად იმპორტ-ინტენსიური სექტორები მაღალი ტემპით იზრდებოდა. ცენტრალური სცენარით, ეკონომიკის პოტენციური ზრდა ეტაპობრივად ნორმალიზდება 5%-იან მაჩვენებლზე. თუმცა თუ მაღალპროდუქტიულ სექტორებში ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდა, მას დისინფლაციური გავლენა ექნება. ამასთან, შრომის ბაზრის ტენდენციებიც დისინფლაციური სცენარის განვითარების რისკებს აძლიერებს. დამატებით, საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ნავთობის ფასების სწრაფი შემცირების შემთხვევაშიც ინფლაცია ცენტრალურ სცენართან შედარებით დაბალი იქნება.

არსებული ინფლაციური რისკების ბალანსის გათვალისწინებით, რისკების მინიმიზაციის მიდგომიდან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შენარჩუნდა. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციაზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების გავლენა გახანგრძლივდა, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მზად არის არსებული მკაცრი პოზიციის მოსალოდნელზე ხანგრძლივად შესანარჩუნებლად და, საჭიროების შემთხვევაში, უფრო მეტად გასამკაცრებლადაც.

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე პუბლიკაციების განყოფილებაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა