მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.6
-0.0064
flag
AZN 1.589
-0.0004
flag
CNY 37.587
-0.0077
flag
EUR 3.1184
-0.007
flag
GBP 3.5906
0.0001
flag
KZT 50.21
0.0017
flag
TRY 0.0664
0
flag
USD 2.7013
-0.0016

ივლისში სახაზინო ფასიანი ქაღალდების დარჩენილი საშუალო შეწონილი ვადიანობა უმნიშვნელოდ შემცირდა და 3.73 წელზე დაფიქსირდა - ფინანსთა სამინისტრო

news image

2025 წლის ივლისში ჩატარდა 6 გამოშვებისა და 1 გამოსყიდვის აუქციონი. სახაზინო ფასიანი ქაღალდების ჯამურმა გამოშვების მოცულობამ შეადგინა 233.75 მლნ ლარი. აღნიშნულის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საიტზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. 

საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 9.114% შეადგინა.

გამოშვებულ იქნა 6 და 12 თვის ვადიანობისა და 4, 6, 9 და 11 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები. დაიფარა 70 მლნ ლარის მოცულობის სახაზინო ვალდებულებები.

2025 წლის 31 ივლისისათვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელის 43.2% ფორმირებულია იმ ფასიანი ქაღალდებით, რომელთა დაფარვის ვადა დგება მომავალი 1-3 წლის განმავლობაში. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელში ასევე დიდი წილი უკავია 3-5 წლის ვადიანობის მქონე ობლიგაციებს (დაახლოებით 26%).

მოთხოვნის კოეფიციენტი გასული თვის მაჩვენებელთან (ივნისი 2.22) შედარებით გაიზარდა და 2.11 შეადგინა.

ივლისში სახაზინო ფასიანი ქაღალდების დარჩენილი საშუალო შეწონილი ვადიანობა უმნიშვნელოდ შემცირდა და 3.73 წელზე დაფიქსირდა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image წლის ბოლომდე რამდენიმე ასეული მილიონის ემისიას ველოდებით - გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი

05.08.2025.17:40

წლის ბოლომდე რამდენიმე ასეული მილიონის ემისიას ველოდებით, - აცხადებს გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი გიორგი კუპრაშვილი. მისი თქმით, შედეგად 2025 წელს ემისიების მოცულობა მლრდ ლარს მიუახლოვდება, რაც ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია.

„ზოგადად, ემისიები არის ძალიან ტრანზაქციული პროცესი, არ არის ესეთი ზუსტი და წინასწარ გაწერილი. ყოველთვის არის გზაზე გარკვეული შეფერხებები და ეს პროცესის ნაწილია ბუნებრივი და თვითონ ეს მახასიათებელია ამ ბაზრის. მაგრამ კარგი ფაქტორები, რაც გვაქვს და რისთვისაც ჩვენს რეგულატორს, ეროვნულ ბანკს ეკუთვნის მადლობა და ასევე „აწარმოე საქართველოშის“, რომ ის  ძირითადი გადაწყვეტილების მიღებიდან დაწყებული და პროცესით დამთავრებული  - ის ძირითადი შეფერხებები, რომლებიც  ჩნდება ხოლმე, ძალიან პროაქტიურად და ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ ამ პრობლემების გადაჭრის გზაზე და ეს იწვევს იმ ეფექტურობას, რომელიც ქართულ კაპიტალის ბაზრებს დღესდღეობით ახასიათებს, განსაკუთრებით სასესხო კაპიტალის ბაზარს ვგულისხმობ“, - ამბობს გიორგი კუპრაშვილი.

მისივე თქმით, გალტ & თაგარტი მუდმივად მუშაობთ ინოვაციების მიმართულებით და თავისი ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებით გალტ & თაგარტი ერთ-ერთი ლიდერია. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა